"დღეს რომ ბესო ხარძიანი მიწაში წევს, უდესიანის და ქურასბედიანის დამსახურებაა" - მოკლული ბიზნესმენის შვილი

"დღეს რომ ბესო ხარძიანი მიწაში წევს, უდესიანის და ქურასბედიანის დამსახურებაა" - მოკლული ბიზნესმენის შვილი

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათთვის ცნობილი იყო ის დეტალები, რომელიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა, ახლა კი პროკურატურისგან მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დადგენას ელოდებიან.

როგორც "მაესტროსთან" საუბრისას მოკლული ბიზნესმენის შვილმა ბესო ხარძიანმა განაცხადა: "ჩემი და ჩემი ოჯახისთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანი არის დამკვეთი. დღეს რომ ბესო ხარძიანი მიწაში წევს, ეს არის გია უდესიანის და რეზო ქურასბედიანის დამსახურება. უბრალოდ, გამოსაძიებელი და გასარკვევია, რამხელა დამსახურება აქვთ. რაც შეეხება პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს, ეს ყველაფერი ჩვენ ვიცოდით მანამდეც. მაქსიმალურად გვაყენებდა პროკურატურა საქმის კურსში. უწყებასთან არანაირი კითხვები არ გვაქვს", - განაცხადა ბიზნესმენის შვილმა ბესო ხარძიანმა.

ბესიკ ხარძიანის საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ