მოკლული პროკურორი ვახტანგ ქირია დაკრძალეს - მთავარი პროკურორი ზუგდიდში ცერემონიას დაესწრო

მოკლული პროკურორი ვახტანგ ქირია დაკრძალეს - მთავარი პროკურორი ზუგდიდში ცერემონიას დაესწრო

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი, ვახტანგ ქირია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დაესწრო.

იხილეთ ვიდეო

შოთაძის თქმით, ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდით იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა ვახტანგ ქირიას მკვლელობა. "ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია. ჩვენ თანამშრომელი დავკარგეთ, რისთვისაც ვუსამძიმრებ მთლიანად უწყებას და ოჯახს. რაც შეეხება მოტივს, მოტივზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა კონკრეტულ პირზე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვახტანგ ქირიას მკვლელობა. გამოძიება გრძელდება და შედეგებზე დეტალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

თბილისის პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით კი, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის სამსახურებრივზეც. "ამ ეტაპზე მოტივზეც ვმუშაობთ, დამატებით დეტალებზეც. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა ცოტა ხანი უნდა გვაცალოთ, ყველაფერი მონახავს თავის ადგილს და საზოგადოება დარწმუნდება იმ რეალობაში, რაც მოხდა" - განუცხადა ჟურნალისტებს შაყულაშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი 13 იანვარს დაიკარგა. მისი ცხედარი 16 იანვარს, თბილისში ერთ-ერთი ბინაში იპოვეს. შსს-ს იფორმაციით ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ნათესავი, ბიზნესმენი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც პოლიციის დევნის დროს თავი მოიკლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ