"ლავას ოღლის" საქართველოში დეპორტაციის პროცესი მიმდინარეობს - როდის წარუდგენენ ბრალს 33 წლის კანონიერ ქურდს

"ლავას ოღლის" საქართველოში დეპორტაციის პროცესი მიმდინარეობს - როდის წარუდგენენ ბრალს 33 წლის კანონიერ ქურდს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლდოვაში დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, მეტსახელად "ლავას ოღლისთვის" უახლოეს მომავალში ბრალის წარდგენას გეგმავს. როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესიც.

იხილეთ დაკავების ამსახველი ვიდეომასალა

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, აჭარის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტები აწარმოებენ გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ს 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 151-ე მუხლით. დღეის მდგომარეობით, გამოძიების მიერ აღნიშნულ საქმეებზე მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მხილებული იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად "ლავას ოღლი".

შედეგად, გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში და უახლოეს მომავალში მინდია გ.-ს წარედგინება ბრალი. მინდია გ. 2015 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა მოლდოვის რესპუბლიკაში. მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაგაინტერესებთ: ვინ არის 33 წლის "კანონიერი ქურდი" ლავას ოღლი, რომელიც "სპორტსმენი კრიმინალებით" აჭარის გაკონტროლებას ცდილობს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ