რას ჰყვება ვახტანგ ქირიას შვილი

რას ჰყვება ვახტანგ ქირიას შვილი

16 იანვარს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ძალოვანებმა გაუჩინარებული პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარს მიაგნეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, რადიო "საქართველოს ხმის" დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილად ბიძინა კუჭავა დასახელდა. ძალოვანთა ინფორმაციით, იგი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. სამართალდამცავებმა ჯიპი, რომელშიც ეჭვმიტანილი იჯდა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელების დანახვისთანავე კუჭავამ იარაღი ამოიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კუჭავას ოჯახი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ იგი მოკლეს.

ნინო ქირია, ვახტანგ ქირიას ქალიშვილი: "მამა თბილისში 12 იანვარს, საღამოს ჩამოვიდა, ძალიან გაიხარა შვილიშვილის ნახვით. მერე შინიდან გავიდა. მოგვიანებით დაგვირეკა, - თუ საქმე დღეს ვერ დავამთავრე, არ მოვალო. იმ საღამოს არ მოსულა. ჩვენ პატარა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ, ამიტომ მამა ზოგჯერ საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე, სასტუმროში რჩებოდა ხოლმე. მეორე დღეს, 13 იანვარს, მოვიდა. შესვენების დროს შინ შევირბინე. ბაბუა-შვილიშვილი ბურთს ბერავდა. რამე საეჭვო მის ქცევაში არ შემიმჩნევია. ვილაპარაკეთ და სამსახურში გავბრუნდი. ისინი კი ეზოში ჩასულან და უთამაშიათ. საღამოს 5-ის 15 წუთი ყოფილა, ბავშვისთვის რომ უთქვამს, - ახლა უნდა წავიდე, რომ მოვალ, ისევ ვითამაშოთო. 10 საათი ხდებოდა, რომ დარეკა, - ძველით ახალ წელს ხვდებით, თუ იძინებთო. ეს იყო და ეს. მას მერე მისი ნომერი აღარ პასუხობდა - გათიშული იყო. რა მოხდა, ამაოდ ვეძებ პასუხს. ინფორმაციას ტელევიზიიდან თუ ვიგებთ.­ იმედი მაქვს, დაადგენენ, რატომ მომიკლეს მამა".

- კუჭავას მეუღლე ამბობს, ოჯახებით ვმეგობრობდით და იმდენად ყურადღებიანი იყო, მანდარინიც კი ჩამოგვიტანა ახალი წლის დღეებში ზუგდიდიდანო.

- მამაჩემისგან არასოდეს მსმენია, რომ ჰყავდა ასეთი მეგობარი. მე, ჩემი და და დედაჩემი არც ბიძინა კუჭავას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ვიცნობთ.

მამუკა ფიფია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი: "ჩვენ 38 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. ის რაიონის პროკურატურაში მუშაობდა, მე კი სტაჟიორი ვიყავი. ოჯახებით ვმე­გო­ბრობ­დით. ბოლოს 12 იანვარს ვნახე. ქუთაისში პროცესზე მიდიოდა. მითხრა, იქიდან თბილისში წავალ ჩემებთანო. ცოლ-შვილი თბილისში ჰყავდა, ერთოთახიანი ბინა იყიდეს და იქ ცხოვრობდნენ. ბიზნესი მას არ ჰქონია. ჰყავდა ძალიან ძველი მანქანა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ