რა ხდება ბინაში, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს

რა ხდება ბინაში, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს

არის თუ არა ბინაში, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს მესამე პირის სისხლი აღმოჩენილი, ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლაიშვილს ინფორმაცია არ გააჩნია.

ნიკოლაიშვილმა, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტიზას ბიძინა კუჭავას ოჯახის თხოვნით ახორციელებს, აღნიშნა, რომ გარკვეული წარმოდგენა მას შეექმნება მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილს დაათვალიერებს. თუმცა აცხადებს, რომ "დნმ"-თან დაკავშირებით არაფერი იცის.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე მოხდა თუ არა მკვლელობა ბინის მისაღებ ოთახში და იქნა თუ არა გვამი გადატანილი აბაზანაში, მაია ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ არც ამაზე აქვს ინფორმაცია, რადგან პროკურატურის მიერ ბინის პირველად დათვალიერების ოქმს არ გასცნობია.

მაია ნიკოლაიშვილი ამ დროისთვის გამომძიებელთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად იმ ბინის დათვალიერებას ესწრება, რომელშიც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის #24-ე კორპუსში ქირია მისმა ნათესავმა, "საქართველოს ხმის" დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ მოკლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბინაში გარდა მისაღები ოთახისა და სააბაზანოსი, კიდევ ერთ ადგილზეა სისხლის კვალი აღმოჩენილი, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია ვის ეკუთვნის. გამოძიების ინფორმაციით, კუჭავამ ქირია იარაღით მოკლა და შემდეგ ე.წ. ბარგალით მოკლულის სხეულის დანაწევრებას შეეცადა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ