მარნეულში, 7 თვის ორსულს ჩვილი ტუალეტის ჭაში ჩაუვარდა

მარნეულში, 7 თვის ორსულს ჩვილი ტუალეტის ჭაში ჩაუვარდა

მარნეულში 7 თვის ორსულს ბავშვი ტუალეტის ჭაში ჩაუვარდა. არსებული ინფორმაციით, ორსულ ქალს მშობიარობა საპირფარეშოში ყოფნის დროს დაეწყო, რის შემდეგაც ბავშვი ტუალეტის ჭაში, დაახლოებით სამი მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა. ორსულის ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა ბავშვის ჭიდან ამოყვანა დროულად მოახერხეს. ამ დროისთვის ახალშობილი გოგონა ადგილობრივი სამშობიაროს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი დახმარება უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნული შემთხვევა 27 იანვარს მოხდა და მის დეტალებს "ფეისბუქის" გვერდზე წერს შსს-ს მარნეულის სამმართველოს თანამშრომელი გიორგი გაბიძაშვილი, რომელიც თავად მონაწილეობდა ჩვილის გადარჩენის ოპერაციაში: "მარნეულის სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის პოლიციამ ახალშობილი, მდედრობითი სქესის ჩვილი გადავარჩინეთ, რომელიც ტუალეტის ჭაში იყო ჩავარდნილი, ბავშვი ამოვიყვანეთ ჭიდან და გადავიყვანეთ სამშობიაროს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა დახმარება! ღმერთის წყალობით ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება!!!" - წერს პოლიციელი "ფეისბუქზე".

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ