რუსული გამოცემა "პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტში 38 წლის კანონიერი ქურდი ზურაბ ენდელაძე დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც "ზურა კუტაისკი". ე.წ "კრიმინალური გენერლის" დაკავების მიზეზი რუსეთის ტერიტორიაზე მისი უკანონოდ ყოფნა გახდა.
"კანონიერი ქურდის" ტიტული ენდელაძეს 2008 წელს მიანიჭეს დედ ხასანის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ჯგუფის "ავტორიტეტებმა". ამასთან, "ზურა კუტაისკი" ერთ-ერთი ყველაზე "ღირსეული" კანდიდატი იყო, რადგან უკვე იყო დამნაშავე და ციხეშიც იჯდა.
დედ ხასანის მისდამი კეთილგანწყობის მიუხედავად, ენდელაძის "ქურდად" გახდომა არც რუსეთის საემიგრაციო სამსახურს სურდა. არალეგალი ქურდისთვის ეს მესამე დაკავებაა ამ მუხლით, რის გამოც განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის წოდება შეიძლება მიენიჭოს. რუსეთში დაბრუნების რეალური მოტივი კი ოჯახში ყოფნას უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ე.წ კანონიერი ქურდი აეროპორტში მართვის მოწმობის გარეშე მივიდა გორკიდან ჩამოფრენილი სიდედრის დასახვედრად.
მომზადებულია primecrime.ru-ს მიხედვით