კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:47 / 29-01-2016
"გაქცეულ ცოლზე შურისძიება სახლის გადაწვით დაიწყო, მერე კი მოკლა" - ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის უცნობი დეტალები
ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი, სადაც ოდესღაც სკოლა იყო, ამჟამად კი მიუსაფართა თავშესაფარია, შემზარავი ტრაგედიის ადგილადაც იქცა. კორპუსიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით რამდენიმე გასროლას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიანის მცხოვრებმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია, ფაქტობრივად, 2 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა, ცოტა ხანში კი თავი მოიკლა.

თვენახევრის წინ სოფელ ქვიანიდან ქმარს გამოქცეული ნინო კილასონია, 11 წლისა და 8 წლის გოგონებთან ერთად, სწორედ ხსენებულ თავშესაფარში მცხოვრებ დის ოჯახს აფარებდა თავს; გაუსაძლისი სულიერი თუ მატერიალური მდგომარეობის ფონზე ის გამუდმებით ეძებდა სამსახურს, 2 კვირის წინ კი ამავე ტერიტორიაზე მდებარე ხატების საამქროში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად, ასევე მისი შვილებიც მოუთმენლად ელოდნენ როდის აიღებდა დედა პირველ ხელფასს, რომელიც 400 ლარს შეადგენდა. გარდაცვლილი ქალის დის თქმით, მის სიძეს გიორგი დოლიძეს არასოდეს უმუშავია, ამბობდა, რომ მუშაობა ფიზიკურად არ შეეძლო. უბედურებას ისიც ემატება, რომ კილასონიების მშობლიური სახლი აბაშაში, ნინო კილასონიას მკვლელობიდან 3 დღით ადრე ისე დაიწვა, რიმ იქედან აღარაფერი დარჩა. კილასონიები
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიჩნევენ, რომ: "მათმა სიძემ შინიდან გაქცეულ ცოლზე შურისძიება ამით დაიწყო, - ჯერ მშობლიური სახლი გადაუწვა აბაშაში, მერე კი მოკლა".

იხილეთ ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან

გარდაცვლილის და ქეთი კილასონია, რომელთანაც გარდაცვლილი იყო თავშეფარებული, მომხდარზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა: "ეს რა გაგვიკეთა მკვლელმა, 16 წლის რომ გაიტაცა, იმის შემდეგ, 11 წლის განმავლობაში, სულ შიშსა და ცემაში ჰყავდა, ისიც და მისი შვილებიც; მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი საცოდავი და მაინც ლამაზი და კეთილი დარჩა. მიხაროდა, სადისტს ქმარს ბოლოს და ბოლოს რომ გამოერიდა, ვფიქრობდი, როგორი ყოჩაღია, - სამსახურს ხალხი წლობით ეძებს, მან კი ერთ თვეში ნახა; თურმე ტყუილად მიხაროდა, მაინც მისი წერა გახდა..." განაგრძეთ კითხვა
20:17 / 07-02-2016
ყველაფერი რა დანაშაულებებიც ხდება საღვარგარეთ ქართველების ნამოქმედარია.არც გოგონები და ქალებიც იქცევიან ნორმალურად. დაწანწალობენ და ბევრი ფულის გიჟები არიან. აღსარაიში არაფერიც არ ხდება. იქ ავტოსადგურია საიდანაც გამოდიან ავტობუსები. საზღვარზე გაკონტროლდეს ყველა ახალგაზრდა.თუ დედას შვილი დაუწყევლია ყველა აქ დახეტიალობს. მუშაობა და შრომა არ უნდათ. ქურდობით და ყაჩაღობით უნდათ იშოვნონ ფულები. ნურასუკაცრავად. შრომის გარეშე ფულს აქ არავინ არ მოგცემს. არ ინდობენ არავის. მეც ამომაცალეს 1000 დოლარი პასპორტთან ერთად. პასპორტი დამიბრუნეს. ფული ფაფუ.
emigranti
14:43 / 30-01-2016
ქალებო ამაში თქვენი ბრალიცაა რაღაც დოზით, რომ ზრდით ქლებს კაცების მონებად. ის ნაძირალა კი იმედია ჯოჯოხეთშია. ლაჩარი
bebero
მსგავსი სიახლეები
ეს იაპონელი წყვილი "ინსტაგრამის" ახალი ვარსკვლავია
"მე ბრალი დავდე ამ ახალგაზრდას და ჩემი შვილის მკვლელად მივიჩნიე, ამხელა ცოდვა დავიდე კისერზე..."
შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა
იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
ბიზნესმენის ცხედარი დემოკრატიული მოძრაობის ოფისის ეზოში ნახეს
აფხაზეთში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან
ცოლი ქმრისგან პასუხად მხოლოდ თავის დაქნევას ან ჩახველებას იღებდა
"პოლიციას თვითონ მეუღლე ჩაბარდა და შემთხვევის შესახებ თავად განაცხადა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:54 / 25-03-2017  Image დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა"
15:40 / 25-03-2017  Image ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემთხვევა გუშინ მოხდა
22:05 / 25-03-2017  Image "ნებულა:სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მოამზადებაში უფასოდ დაეხმარება
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება
18:39 / 23-03-2017  Image "ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი
ქართველი სამხედროს ჩანაწერები ერაყის სამშვიდობო მისიიდან
10:03 / 25-03-2017  Image "მძღოლმა თბილისამდე წაყვანა შემოგვთავაზა... არ ეტყობოდა რომ ნასვამი იყო" - მეგობრების ავტოსტოპი, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა
მძღოლს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვეს და ჯარიმა დააკისრეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49