"გაქცეულ ცოლზე შურისძიება სახლის გადაწვით დაიწყო, მერე კი მოკლა" - ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის უცნობი დეტალები

"გაქცეულ ცოლზე შურისძიება სახლის გადაწვით დაიწყო, მერე კი მოკლა" - ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის უცნობი დეტალები

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი, სადაც ოდესღაც სკოლა იყო, ამჟამად კი მიუსაფართა თავშესაფარია, შემზარავი ტრაგედიის ადგილადაც იქცა. კორპუსიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით რამდენიმე გასროლას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიანის მცხოვრებმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია, ფაქტობრივად, 2 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა, ცოტა ხანში კი თავი მოიკლა.

თვენახევრის წინ სოფელ ქვიანიდან ქმარს გამოქცეული ნინო კილასონია, 11 წლისა და 8 წლის გოგონებთან ერთად, სწორედ ხსენებულ თავშესაფარში მცხოვრებ დის ოჯახს აფარებდა თავს; გაუსაძლისი სულიერი თუ მატერიალური მდგომარეობის ფონზე ის გამუდმებით ეძებდა სამსახურს, 2 კვირის წინ კი ამავე ტერიტორიაზე მდებარე ხატების საამქროში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად, ასევე მისი შვილებიც მოუთმენლად ელოდნენ როდის აიღებდა დედა პირველ ხელფასს, რომელიც 400 ლარს შეადგენდა. გარდაცვლილი ქალის დის თქმით, მის სიძეს გიორგი დოლიძეს არასოდეს უმუშავია, ამბობდა, რომ მუშაობა ფიზიკურად არ შეეძლო. უბედურებას ისიც ემატება, რომ კილასონიების მშობლიური სახლი აბაშაში, ნინო კილასონიას მკვლელობიდან 3 დღით ადრე ისე დაიწვა, რიმ იქედან აღარაფერი დარჩა. კილასონიები მიჩნევენ, რომ: "მათმა სიძემ შინიდან გაქცეულ ცოლზე შურისძიება ამით დაიწყო, - ჯერ მშობლიური სახლი გადაუწვა აბაშაში, მერე კი მოკლა".

იხილეთ ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან

გარდაცვლილის და ქეთი კილასონია, რომელთანაც გარდაცვლილი იყო თავშეფარებული, მომხდარზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა: "ეს რა გაგვიკეთა მკვლელმა, 16 წლის რომ გაიტაცა, იმის შემდეგ, 11 წლის განმავლობაში, სულ შიშსა და ცემაში ჰყავდა, ისიც და მისი შვილებიც; მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი საცოდავი და მაინც ლამაზი და კეთილი დარჩა. მიხაროდა, სადისტს ქმარს ბოლოს და ბოლოს რომ გამოერიდა, ვფიქრობდი, როგორი ყოჩაღია, - სამსახურს ხალხი წლობით ეძებს, მან კი ერთ თვეში ნახა; თურმე ტყუილად მიხაროდა, მაინც მისი წერა გახდა..." განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ