რა იპოვეს სამართალდამცველებმა ბიძინა კუჭავას ავტომობილში

რა იპოვეს სამართალდამცველებმა ბიძინა კუჭავას ავტომობილში

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ავტომობილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა "მაკაროვის" ტიპის იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს.

კუჭავას "მერსედესის" მარკის ავტომობილს წუხელ, 11 საათის განმავლობაში პოლიციის მთავარ სამმართველოში ათვალიერებდნენ. პროცესს კუჭავას ქვრივი მარინა ნიკოლოზაშვილი და ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე დაესწრნენ, რომლებსაც ავტომობილის სავარძლის ქვეშ, იარაღის არსებობა საეჭვოდ მიაჩნიათ.

იხილეთ ვიდეო

მათი ინფორმაციით, ავტომობილი ცაგარელის ქუჩაზე ორი დღე, ღია მდგომარეობაში იდგა, შემდეგ კი დალუქეს. მათ აქვთ შეკითხვები, რატომ ვერ აღმოაჩინეს ავტომობილში იარაღი სამართალდამცველებმა დალუქვამდე. "მანქანა დაათვალიერეს, დალუქეს და შემდეგ გადმოიყვანეს ქალაქის პოლიციის სამმართველოში. დამატებითი დათვალიერების შემდეგ კი, მასში აღმოჩნდა იარაღი. ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. გავარკვევთ ვის ეკუთვნის ეს იარაღი", - განაცხადა ადვოკატმა.

ბიძინა კუჭავას ქვრივის მარინა ნიკოლოზაშვილის თქმით კი, ოჯახის პოზიცია გამყარდა ეჭვებთან დაკავშირებით. "ეჭვები კვლავ მაქვს და უამრავი ახალი კითხვა გამიჩნდა. როგორც თავიდან ვაცხადებდი, ახლაც გამოვრიცხავ, რომ ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ