მოკლული მარნეულელი შარიპოვები თურქეთში სამუშაოდ იყვნენ წასული - გარდაცვალების რა ვერსიებზე საუბრობენ ოჯახში

მოკლული მარნეულელი შარიპოვები თურქეთში სამუშაოდ იყვნენ წასული - გარდაცვალების რა ვერსიებზე საუბრობენ ოჯახში

თურქეთში გარდაცვლილ დებს ემა და ელნაზ შარიპოვებს, ასევე ერთ-ერთის შვილიშვილს 19 წლის საჰიპ შარიპოვს მარნეულში გადმოასვენებენ. ოჯახის წევრების თქმით, შარიპოვები თურქეთში სამუშაოდ იყვნენ წასული. 19 წლის საჰიპ შარიპოვი ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა. მის მამას მომხდარის შესახებ საუბარი უჭირს. შარიპოვის მამის თქმით, სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთი ვერსიით, შარიპოვები ბინაში ბუნებრივი აირით გაიგუდნენ, მეორე ვერსიის მიხედვით, მოკლულები არიან.

შარიპოვების ოჯახში ამბობენ, რომ ცხედრები თურქეთის პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, საქართველოში გადმოასვენებენ. გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი ხელისუფლებას დაღუპულების საქართველოში დროულად გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ