"გიორგი მამფორიას გარდაცვალებას მალავენ, რადგან თანამშრომლებს ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის"

"გიორგი მამფორიას გარდაცვალებას მალავენ, რადგან თანამშრომლებს ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის"

"კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიას - "შემზარავ კადრებში ჩანს, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს", რომელშიც 28 ნოემბერს ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში გარდაცვლილ ბენეფიციარზე იყო საუბარი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ რედაქციას დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც ისაუბრა მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში დატრიალებულ ტრაგედიაზე,­ რომელიც არ გახმაურებულა. ქალბატონის (ვინაობის გამხელა არ ისურვა) ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ დაწესებულებაში 7 ბენეფიციარი გარდაიცვალა, აქედან 4 - თანამშრომლების უყურადღებობა-დაუდევრობით.…

"28 დეკემბერს მარტყოფის შშმპ-თა პანსიონატში გარდაიცვალა 18 წლის გიორგი მამფორია. ის სენაკის ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ გაამწესეს მარტყოფის პანსიონატში. გიორგის არ ჰქონია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ჩვევად ჰქონდა საჭმლის მოპარვა და ჩუმად ჭამა. მას არ ჰქონდა დამოუკიდებლად ჭამის უნარ-ჩვევა და შესაბამისად, თხევადი და დაქუცმაცებული საკვების მიწოდებას საჭიროებდა. უყურადღებოდ დარჩენილი ბიჭი საჭმლით გაიგუდა. საწყალს წესიც არ აუგეს, იმ დღესვე მიაბარეს მიწას.

დირექტორი ლელა კიკნაძე სამსახურში ცოტა ხნით შემოივლის და ცხადია, ვერ აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას. ხშირად ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და სამსახურის დაკარგვის არ ეშინია. მას გულგრილობისთვის ოფიციალურად გამოუცხადა საყვედური ყოფილმა ზემდგომმა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მარი მესხმა, რომელიც 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა ფონდს. ლელა კიკნაძეს ლობირებს ახლო მეგობარი, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. გიორგი მამფორიას გარდაცვალებას მალავენ, რადგან თანამშრომლებს ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის... თუ თბილისში, ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა­ სახლში მომხდარის გამო დირექტორს აიძულეს თანამდებობა დაეტოვებინა, ლელა კიკნაძეს ხელი რატომ არ დააკარეს?"

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ