დავით კირკიტაძის ძმა 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დავით კირკიტაძის ძმა 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.

"ამით ნათლად დადასტურდა, რასაც პირველივე წუთებიდან ვაცხადებდით:

კირკიტაძის ოჯახის წევრი გარდაბნის არჩევნების წინ ხელისუფლებას მძევლად ჰყავდა აყვანილი. მისი დაკავების საბაბი მოქმედი პოლიციელის მრიდან ჩადებილი პროვოკაცია გახდა. ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ოჯახის წევრების ციხეში ჩასმა, საარჩევნო უბნებზე იარაღით ზონდერების სირბილი, მას ხელისუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ის, რაც შესაძლებელი იყო ერთ ოლქში, შეუძლებელი იქნება მთელს საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში. ოქტომბერში "ოცნება" უნდა დავამთავროთ", - აცხადებს ნადირაშვილი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ელი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით გასულ თვეს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ