ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვეს

ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვეს

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძვალი იპოვეს.

სამართალდამცველები დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილიდან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებებები ამოიღეს, რომელიც უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

იხილეთ ვიდეო

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, კუჭავას ავტოფარეხში დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ავტოფარეხში სპეციალურმა მოწყობილობა გეო-რადარმა ბეტონის საფარის ქვეშ ანომალიური ნივთის არსებობა დააფიქსირა.

არის თუ არა კავშირში ეს ნივთმტკიცება ქირია-კუჭავას საქმესთან, ამ დროისთვის გამოძიება არ აკონკრეტებს.

"რაღაც ძვალი იპოვეს და ის ამოიღეს. სხვა ვერაფერი ვერ ნახეს. დალუქეს და წაიღეს. ძალიან სასაცილოა. მიწაში იპოვეს, სადაც ქვები იყო, ნაგავი... ძვალი რახან იყო, ის დალუქეს და წაიღეს", - განაცხადა ბიძინა კუჭავას ქვრივმა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ