რა დეტალებს ყვება ექიმი ახალნამშობიარევ ქალზე, რომელიც ბათუმის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა

რა დეტალებს ყვება ექიმი ახალნამშობიარევ ქალზე, რომელიც ბათუმის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა

კლინიკა "მედინა" ბათუმში გარდაცვლილი ქალის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორის მოადგილე ლადო ურუშაძემ განუცხადა, მშობიარობის შემდგომი გართულებებით პაციენტი "მედინას" რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

მისივე განმარტებით, მკურნალობიდან 5 დღის თავზე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის შემდეგაც ის პალატაში გადაიყვანეს. "ქალმა დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. იქედან გაწერილი იქნა სახლში, თუმცა სისხლდენის გამო ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს. ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ იყო ჰემორაგიული შოკი, მძიმე მდგომარეობა. გადმოიყვანეს ჩვენთან, 5 დღის განმავლობაში იყო უმძიმესი მდგომარეობა და ვმკურნალობდით რეანიმაციულ განყოფილებაში. შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა, რის შესაბამისადაც მოხდა მისი პალატაში მოთავსება", - განაცხადა ექიმმა.

ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტს 2012 წელს შიზოფრენია დაუდგინდა, რის გამოც ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდა. "დღეს სადილობის შემდეგ გადახტა ფანჯრიდან. თვითმხილველი არავინაა - შემთხვევამდე მასთან კლინიკის თანამშრომელი იმყოფებოდა. ყველაფერი რიგზე იყო და ეს შემთხვევა მოხდა ასე მოულოდნელად", - აღნიშნა ლადო ურუშაძემ.

30 წლის ქალი კლინიკის მეხუთე სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ