ბათუმში 23 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ბათუმში 23 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ბათუმში 23 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინტერნეტპროვაიდერ "ანეტის" თანამშრომელი ამწეთი ელექტრობოძზე ინტერნეტის სადენს ამაგრებდა.

როგორც ადგილობრივი მურად აბაშიძე აცხადებს, სპეციალისტი ინტერნეტის შეფერხების გამო გამოიძახა. მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოების დროს, როცა სახლიდან ელექტრობოძამდე სადენი გაყავდა, მამაკაცს დენმა დაარტყა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ