ფარული პატრულირება - თვალთვალის ახალი სქემა, რომელსაც ხელისუფლება ნერგავს

ფარული პატრულირება - თვალთვალის ახალი სქემა, რომელსაც ხელისუფლება ნერგავს

ხელისუფლება ქვეყანაში ფარული თვალთვალის ახალ ტალღას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. მთავრობამ პარლამენტს უკვე მოსთხოვა შეიტანოს ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში. ოფიციალურად ხელისუფლებამ ხალხს უთხრა, რომ ფარული პატრულირება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვისაა საჭრო, თუმცა კანონპექტის შესწავლის შემდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დაასკვნა, რომ ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინსიტროს ტოტალური თვალთვალის განხორციელების საშუალებას აძელვს და ქვეყნის მთავარ კანონს, საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.

დღემდე მოქმედი კანონით, პოლიციას ფარული თვალთვალის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს იძიებს, ცვლილების დამტკიცების შემდეგ, კი შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებს უფლება ექნებათ, უთვალთვალონ მოსახლეობას როცა მოუდნებით, სადაც მოუდნებათ და რამდენ ხანსაც მოუდნებათ.

დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, ყველა სათვალთვალო კამერასთან დაემონტაჟებინა აბრა, რომ მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, კი მოქალაქეებს აღარ ეცოდინებათ, სად და როდის მიდის გადაღება.

შსს ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში არ არის გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს ხალხის გაფრთხილება, რომ ქუჩაზე სადაც ისინი მოძრაობენ ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, ასევე არ წერია სად შეინახება ვიდეომასალა, ვის ექნება წვდომა და როდის განადგურდება ის.

თავისუფალი დემორკატების ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი "პოსტსკრიპტუმთან" ყვება, რომ დღეს სახელწიფო უშიშრიებოს სამსახური უსმენს, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდოამრის და პრემეირის სატელეფონო საუბრებს, ეს ჩანაწერები კი ერთ ადგილს იყრის თავს ბიძინა ივანშვილის სასახლეში.

ოპოზიცია ვარაუდობს, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ქვეყანაში ფარული თვალთვალი და მოსმენები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, გამოუძიებელი და თაროზე შემოდებული საქმეების რაოდენობა კი გაიზრდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ