"პაპიძეს არ უთქვამს, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა" - რას ჰყვება სახალხო დამცველი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?!

"პაპიძეს არ უთქვამს, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა" - რას ჰყვება სახალხო დამცველი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?!

წლის ყველაზე სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 10 თებერვალს არის დანიშნული. ახალგაზრდა ქალი ქმარ-შვილის - 27 წლის ომარ და 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობას არ აღიარებს, თუმცა მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციის განყოფილებაში მასზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პაპიძის ოჯახის წევრებმა კი ტელევიზიით განაცხადეს, რომ მაგდა პაპიძე დაკავებისას ჩვენების გამოძალვის მიზნით პოლიციელებმა სასტიკად აწამეს, რა დროსაც მას მუცელი მოეშალა.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს:

- პაპიძე ამბობდა, რომ აღიარებაზე უარის თქმის გამო ძალადობის მსხვერპლი გახდა. დათვალიერებისას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ეს პოლიციის განყოფილებაში მოხდა თუ მანამდე, ამას ვერ გავარკვევდით, ამიტომაც მივმართეთ პროკურატურას. ორი კვირაა ვითხოვთ მასალების მოწოდებას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია. მაგდა პაპიძემ თავდაპირველად აღიარა დანაშაული, შემდეგ უარყო. მან და მისი ოჯახის წევრებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს, ამიტომ გვინდა მეტი მასალა გვქონდეს, რათა დასკვნები გაკეთდეს.

- მაგდა პაპიძემ თქვენს წარმომადგენლებს თუ უხსენა ბოთლის დეტალი, ან ის, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა?

- პაპიძეს მსგავსი რამ არ უხსენებია. ამ­ბობდა, რომ მწამებლების ამოცნობა შეუძლია. სხვა დეტალები ჩვენც ტელეეთ­ე­რით შევიტყვეთ.

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 8 თებერვლის ნომერში

ნახეთ ვიდეო| მაგდა პაპიძის ქმარ-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები, რომელიც ჟურნალისტებს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ