"ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" - რას უპირებს 370 მილიონით დაზარალებული გერმანია ქართველ კრიმინალებს

"ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" - რას უპირებს 370 მილიონით დაზარალებული გერმანია ქართველ კრიმინალებს

ბოლო თვეების განმავლობაში გერმანული პრესა და ტელევიზია პერმანენტულად აშუქებს დანაშაულის ფაქტებს, რომელშიც ძირითადად ქართველები მონაწილეობენ. ყაჩაღობა, ჯგუფური ქურდობა, ძარცვა... - საკმაოდ გრძელია მათი "გმირობების" ჩამონათვალი. რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ერთ-ერთმა რეიტინგულმა ტელეარხმა "ARD"-მა ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც გერმანიის ქალაქებში სხვადასხვა სახის დანაშაულს ჩადის. პოლიციამ მძარცველები იმ საათით იპოვა, რომელიც ქართველების მანქანაში აღმოაჩინეს.

სიუჟეტში განსაკუთრებულ გამოძიებათა ჯგუფის უფროსი მაიკლ ნაგელი ყვება: "ქართველების უმრავლესობა გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით შემოდის. 2011 წლიდან კი საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2014 წელს ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ გერმანიის ეკონომიკისთვის მიყენებულმა ზარალმა 370 მილიონი ევრო შეადგინა. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა ქართველ ბრალდებულთა მაჩვენებელი და 4000 პიროვნებას შეადგენს."

"კვირის პალიტრა" გერმანიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს ესაუბრა. ერთ-ერთმა სტუდენტმა ანონიმურობის დაცვა ითხოვა და ასეთი ისტორია გაიხსენა: "ერთ ამბავს მოგიყვებით, რაც ჩემ ნაცნობ გოგოს შეემთხვა. ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში შემთხვევით გაიგო ქართული ლაპარაკი, მივიდა და გამოელაპარაკა, აღმოჩნდა, რომ ბიჭები ქართველები იყვნენ. გამოემშვიდობა და წამოვიდა. მოგვიანებით კი, ამ ბიჭებმა სწორედ იმ მაღაზიაში მოიპარეს ტანსაცმელი, თუმცა კამერებმა დააფიქსირეს და გასასვლელში პოლიციამ დაიჭირა. გამოძიების პერიოდში კამერებიდან ეს გოგოც მოძებნეს, დანაშაულის არშეტყობინებისთვის ბრალი წაუყენეს და 300 ევროთი დააჯარიმეს. ახლა პირად საქმეში უწერია, რომ დანაშაული ჩაიდინა, მხოლოდ იმიტომ, რომ თანამემამულეებს გამოელაპარაკა. სამწუხაროდ, ვერ დაამტკიცა, რომ ეს ბიჭები პირველად ნახა და მათი გეგმების შესახებ არაფერი იცოდა. ისე გამოდის, ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ