"9 და 5 წლის შვილებს დედა მოუკლა, ცხოვრება დაუმახინჯა..." - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი თბილისში

"9 და 5 წლის შვილებს დედა მოუკლა, ცხოვრება დაუმახინჯა..." - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი თბილისში

6 თებერვალს, გვიან ღამით თბილისში მორიგი ტრაგედია დატრიალდა - 31 წლის ლიკა ტატუაშვილი ყოფილმა მეუღლემ პისტოლეტის ერთი გასროლით, ქუჩაში გამოასალმა სიცოცხლეს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ეს უკვე მეორე მკვლელობაა, რომელიც დედაქალაქში მოხდა. წინა შემთხვევაში ორი შვილის დედა, 30 წლის ნინო კილასონია ყოფილმა მეუღლემ, ფაქტობრივად, შვილების თვალწინ მოკლა. ლიკა ტატუაშვილი ყოფილ მეუღლეს 3 წლის დაშორებული იყო და დედაქალაქში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩაზე ცხოვრობდა, მუშაობდა და მცირეწლოვან შვილებს ფულს სოფელში უგზავნიდა. ის ამავე ქუჩაზე მეგობრის ბინიდან, რომელთანაც ის ბოლო 2 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, საკუთარმა მამიდამ გამოიყვანა მეუღლესთან დასალაპარაკებლად, რომელიც მკვლელობას შეესწრო.

40 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. ამოღებულია დანაშაულის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

გარდაცვლილის მეგობარი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარზე გვესაუბრა: მეუღლეზე, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, არასოდეს ლაპარაკობდა, როგორც ჩანს ისეთი მძიმე წლები ჰქონდა მასთან გამოვლილი, ძალიან უმძიმდა ლაპარაკი, მაგრამ ვინაიდან მისი შვილების მამა იყო და თან ლიკასთან შეხვედრას დაჟინებით მოითხოვდა, ლიკა რამდენჯერმე შეხვდა. როგორც ვიცი, წინა შეხვედრებისას არ უჩხუბიათ... ლიკას ორი შვილი დარჩა, უფროსი 9 წლის არის, უმცროსი კი 5-ის; როგორი გადასატანი იქნება მომხდარი მათთვის?! შვილებს დედა მოუკლა და ცხოვრება დაუმახინჯა. როცა ციხიდან გამოვა, შვილებს თვალებში როგორ უნდა შეხედოს?! ამას არასოდეს აპატიებენ განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ