აფხაზეთში აბორტი კანონით აიკრძალა

აფხაზეთში აბორტი კანონით აიკრძალა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აბორტს კრძალავს. შესაბამისი კანონი ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, აბორტი სისხლის სამართლის დანაშუალია.

აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კრიზისული ფეხმძიმობის ცენტრები გაიხსნება. როგორც კანონშია განმარტებული, კრიზისული ფეხმძიმობის ცენტრი დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევებში დედების რჩევებით დახმარებას ითვალისწინებს. კერძოდ, იმ დედების, რომლებიც დეპრესიას განიცდიან და სურთ აბორტის გაკეთება.

კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ დე ფაქტო პარლამენტმა 29 იანვარს მიიღო. 9 თებერვალს კი ძალაში შევიდა.

რუსული მედიის ცნობით, აბორტის აკრძალვის ინიციატორები ამბობენ, რომ კანონის მიღება აუცილებელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის მოსახლეობის რიცხვი მცირდება. 1993 წლის შემდეგ აფხაზეთში 11,9 ათასი აბორტის შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში კი 700. მედიკოსების თქმით, უმეტეს შემთხვევაში ქალები აბორტს სოციალური პრობლემების გამო იკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ