შემზარავი მკვლელობა გორში: შვილის სიკვდილის შემდეგ, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი ქმარი მოკლა

შემზარავი მკვლელობა გორში: შვილის სიკვდილის შემდეგ, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი ქმარი მოკლა

წუხელ გორში შემზარავი მკვლელობა მოხდა: 50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეორე ქმარი სანადირო თოფით მოკლა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, რის შემდეგაც ქალი მეორედ გათხოვდა და ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა.

მეზობლების ინფორმაციით, ისრაელში ერთ-ერთი შვილი გარდაეცვალათ, რომელიც 25 წლის იყო და მისი ცხედარი გუშინ გვიან ღამით ჩამოასვენეს გორში. "სწორედ ამ დროს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყოფილმა ქმარმა კ. ქისიშვილმა ირმა გაგლოშვილს და მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, რის შემდეგაც ისინი ადგილზევე გარდაიცვალნენ", - აცხადებენ მეზობლები, რომელთა თვალწინ შემზარავი მკვლელობა მოხდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ: რას ყვებიან თვითმხილველები გორში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალებზე

იხილეთ ვიდეო| "ერთი მიცვალებული იქით ეგდო, მეორე აქეთ"

იხილეთ პირველი ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ