"ერთი მიცვალებული იქეთ ეგდო, მეორე აქეთ" - თვითმხილველები გორში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალებზე

"ერთი მიცვალებული იქეთ ეგდო, მეორე აქეთ" - თვითმხილველები გორში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალებზე

წუხელ გორში შემზარავი მკვლელობა მოხდა: 50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეორე ქმარი სანადირო თოფით მოკლა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი გორიდან იუწყება, მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, რის შემდეგაც ქალი მეორედ გათხოვდა და პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა.

მეზობლების ინფორმაციით, ქალს ისრაელში 25 წლის შვილი გარდაეცვალა, რომელიც გუშინ გვიან ღამით ჩამოასვენეს გორში. სწორედ ამ დროს მოხდა კორპუსის ეზოში ორმაგი მკვლელობა. აი, რას ყვებიან PALITRANEWS-თან საუბრისას თვითმხილველები:

"ტკაცუნი გავიგე. ჯერ მეგონა "ხლაპუშკას" ისროდნენ ბავშვები, გადმოვიხედე და ხალხი ირეოდა, მიცვალებული ერთი იქეთ მხარეს ეგდო, მეორე აქეთ", - ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით: "ეს ქალი ძალიან კარგ მამაკაცზე იყო გათხოვილი. შვილი მოუკვდა ისრაელში, ჩამოასვენეს და პირველმა ქმარმა მანქანაშივე ესროლა ჯერ ქალს, მერე - კაცს".

მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ