4 დაჭრილიდან ერთ-ერთი "სმარტის" თანამშრომელია - რას ამბობენ თვითმხილველები

4 დაჭრილიდან ერთ-ერთი "სმარტის" თანამშრომელია - რას ამბობენ თვითმხილველები

რუსთაველის გამზირზე სუპერმარკეტ "სმარტის" დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ინციდენტი წუხელ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სმარტის" თანამშრომლებმა არაოფიციალურ საუბარში განუცხადეს, დაცვის წევრებმა რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც წესრიგს არღვევდნენ, სუპერმარკეტის დატოვება სთხოვეს. მათ შენობა დატოვეს, თუმცა რამდენიმე ხანში სხვა თანატოლებთან ერთად დაბრუნდნენ და დაცვის წევრებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

"სამი თუ ოთხი ახალგაზრდა შემოვიდა "სმარტის" ტერიტორიაზე, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ჩვენი დაცვის და უსაფრთხოების სამსახურმა მათ მოუწოდა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა", - განუცხადა ჟურნალისტებს "სმარტის" მენეჯერმა არჩილ ნიკოლაძემ.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა ინციდენტის მონაწილეები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ