"კაბელების საქმეზე" ბრალდებულებმა კომპანიები მოატყუეს" - ახალი დეტალები ხუბულურის დაკითხვიდან

"კაბელების საქმეზე" ბრალდებულებმა კომპანიები მოატყუეს" - ახალი დეტალები ხუბულურის დაკითხვიდან

"დელტაკომის" ფინანსური დირექტორის, დავით ხუბულურის დაკითხვით გამოიკვეთა ის, რასაც ბრალდების მხარე ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, - ამის შესახებ მოწმის ექვსსაათიანი დაკითხვის შემდეგ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა, ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხუბულურის დაკითხვით გამოიკვეთა, რომ თავდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებმა, რომლებსაც ამ საქმეში ბრალი აქვთ წადგენილი, კომპანიებს მოატყუეს.

"მათ გამოაცხადეს შესყიდვა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალზე, საბოლოოდ კი "სილქნეტისგან" იყიდეს წვერები. რაც შეეხება "დელტაკომის" წარმომადგენლის ჩვენების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, მან აღნიშნა, რომ კომპანია "დელტაკომი" თავდაცვის სამინისტროს უფასოდ სთავაზობდა მომსახურებას, რაშიც "სილქნეტს" მილიონობით ლარი გადაუხადა უწყებამ. ასევე, დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ "დელტაკომი" მსგავს მომსახურებას წლების განმავლობაში უწევდა შს სამინისტროს, მერიას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და საერთო სასამართლოების სისტემას", - განაცხადა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ "დელტაკომს" შს სამინისტრო 350 000-ს უხდის ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებაში. პროკურორმა განაცხადა, რომ ბატიაშვილმა იცოდა ხელშეკრულების ფასი, თუმცა არ იცოდა ხელშეკრულების პირობები.

"ალექსი ბატიაშვილმა იცოდა სახელშეკრულებო ფასი, თუმცა სასამართლო პროცესზე ვერ გაიხსენა ის მომსახურება, რასაც შს სამინისტრო იღებდა "დელტაკომისგან". მთავარია, რომ შს სამინისტროს მომსახურება არ შეიძლება შევადაროთ "სილქნეტისგან" თავდაცვის სამინისტროს მიმართ გაწეულ მომსახურებას, რადგან ეს მომსახურება ზღვაში წვეთია იმასთან, რასაც "დელტაკომის" მომსახურება წარმოადგენს შს სამინისტროსთვის. სრულიად განსხვავებულ მომსახურებებზე იყო საუბარი", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა, რომლის თქმითაც, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარეს და მოწმეთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხული ჰყავს. მომავალ პროცესებზე კი დაკითხავს ექსპერტებს. საბოლოოდ კი პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ