კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:27 / 16-02-2016
"იმ დღეს სესხი აიღო, ფული დადო და წააგო" - 13 ივნისის სტიქიის გმირის თვითმკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები
საქართველოში ბოლო დროს სუიციდის შემთხვევების სტატისტიკა შემაშფოთებელ ზღვარზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის მხოლოდ დეკემბრის თვეში თვითმკვლელობის 74 ფაქტი მოხდა, ხოლო წლის მანძილზე სულ სუიციდის 395 შემთხვევა ფიქსირდება.

უმეტეს შემთხვევაში, გარდაცვლილთა ასაკი 17-დან 30 წლამდე მერყეობს. სუიციდის მიზეზად ყველაზე ხშირად ფინანსური პრობლემები სახელდება, რომელიც მეტწილად აზარტულ თამაშებს უკავშირდება.

ყველაზე მეტად აზარტული თამაშების მოყვარულები ონლაინ კაზინოებს მიმართავენ. ეს მათთვის გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია. ეს გასართობი ხშირ შემთხვევაში თავად "მოთამაშეების" სიცოცხლისთვის სახიფათო ხდება. ათასობით წაგებული ლარი, დაგროვილი ვალი, მომდურებული მეგობრები - ხშირ შემთხვევაში, ამ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებენ და "გამოსავლად" თვითმკვლელობას ხედავენ.

13 ივნისის სტიქიის გმირი ირაკლი იმნაძე, რომლის თვითმკვლელობამ ერთი თვის წინ მთელი თბილისის აალაპარაკა, სავარაუდოდ, ასევე აზარტული თამაშების მსხვერპლია. ირაკლის სამეგობრო წრეში "ბარნის" ეძახდნენ. 30 წლის ახალგაზრდამ სტიქიის დროს 3 ქალბატონი და 50 ძაღლი გადაარჩინა. "თვითონ იხრჩობოდა, მაგრამ სხვის სიცოცხლეზე ფიქრობდა. თბილი, უსაყვარლესი ადამიანი იყო... პრობლემა არასოდეს ეტყობოდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო - "ბარნი ვარ, მაგრამ მაინც დათვი ვარ", - ამბობს "ამბები.გე"-სთან საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- კეთილი და ჯანსაღი ადამიანი იყო. დაუზარელი და სიცოცხლით სავსე... ადამიანს რომ პრობლემა არ ეტყობა, ასეთი ადამიანი იყო. სხვას რომ პრობლემა ჰქონდა, თან გადაჰყვებოდა. "კლიჩკა" ჰქონდა "ბარნი", რადგან ცარიელი გული იყო. ბავშვები გიჟდებოდნენ მასზე. დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა ცხოველების მიმართაც. უპატრონო ძაღლებსაც კი დიდი სიყვარულით უვლიდა. ვერავინ ვერ ხვდებოდა, რის გამო გააკეთა ეს. როგორც ამბობენ, წინა დღეს ყველას მიმართ განსაკუთრებულ სიყვ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არულს ამჟღავნებდა...

- როგორც ირკვევა, ფინანსური პრობლემები ჰქონდა... როდის დაიწყო ეს ყველაფერი?
- აგვისტოდან დაიწყო თამაში. თუმცა, ამას თამაშიც არ ერქვა, უფრო ერქვა გართობა. ფული ჰქონდა და ერთობოდა. რატომღაც, თბილისში არავინ არ მიიჩნევს, რომ ტოტალიზატორში ფსონების დადება თამაშია. შეიძლება ოჯახში ითხოვონ: 20 ლარი მომეცი, ფეხბურთზე დავდებ, 200 ლარს მოვიგებო და სახლშიც აძლევენ. სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდებიან, რომ ცუდია და ამან შეყოლა იცის... ტოტალიზატორს თამაშობდა, იშვიათად კაზინოებშიც. სიმართლე გითხრათ, მეგობრებმა არც ვიცოდით საიდან და ვისგან მოჰქონდა ეს ფული. ან როგორ მივიდა ამ ზომამდე. რომ ვთქვა, ვინმეს დიდი ვალი ჰქონდა-თქო, ასე არ იყო. ონლაინსესხები ჰქონდა აღებული. ამას მოჰყვა სესხზე ვადაგადაცილება, შემდეგ ყადაღა, ამის შემდეგ იგებს ოჯახი და ა.შ. ეს ყველაფერი პრობლემებს იწვევს.

- რა მოხდა თვითმკვლელობის დღეს?
- როგორც ვიცი, დილით რაღაც სესხი გააკეთა, ეს ფულიც დადო და წააგო. რამდენიმე საათში კი ეს ტრაგედია მოხდა... საშინელება იყო. სასწრაფოს მოსვლამდე, რამდენიმე წუთი ცოცხალი იყო, გული უცემდა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნინო დათაშვილი
AMBEBI.GE

"პალიტრა მედიის" გადაწყვეტილებით, ჰოლდინგის არც ერთი მედიასაშუალება ონლაინ კაზინოების რეკლამაზე შეკვეთას აღარ მიიღებს
16:46 / 07-03-2016
აუცილებლად უნდა აიკრძალოს ყველა ეგ დაწესებულება,მაგის გამო ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა,ზოგმა ბინა ჩადო სათამაშოთ,ზოგმა თავი მოიკლა,ზოგიც დგესაც სულს უძღვნის ეშმაკს
სოფიო
18:28 / 05-03-2016
არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიკრძალოს! პირიქით, კიდევ უნდა გაძლიერდეს, რომ ვინც სუსტი ნებისყოფისაა რაც შეიძლება მალე გავიდეს გაღმა; ამით კაცობრიობა გაჯანსაღდება და როცა არავინ შევა ტოტალიზატორში ან ეწვევა ონლაინ სესხებს, თავისთავად გაუქმდება. პიროვნების თავისუფლება არ უნდა შეიზარჯოს დემოკრატიას!
რამო მორანი
მსგავსი სიახლეები
"თავი ჰქონდა დარტყმული, სისხლი სდიოდა" - შემთხვევას განათლების მინისტრის მრჩეველი შეესწრო
პრემია გამოიწერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი გერგიძემაც, 2650 ლარის ოდენობით
მაკა წიკლაურს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა
"ბავშვი გაუპატიურებულია, მთელი სხეული დალურჯებული აქვს"
"თავზე ტომოგრაფია არ გადაუღეს, პირდაპირ გადასხმები გაუკეთეს, ვირუსი აქვსო"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:42 / 24-05-2016  Image რა ცდები ტარდებოდა მცხეთის ბირთვულ რეაქტორში და რა ვითარებაა დღეს ობიექტზე, რომელიც ოდესღაც საქართველოს ატომური ფიზიკის კერა იყო
+VIDEO| ობიექტზე მომუშავე 300-მდე ადამიანი სხვადასხვა ცდებსა და ექსპერიმენტებს ატარებდა
11:33 / 24-05-2016  Image ლარის გამყარება გრძელდება - როგორია ეკონომისტების პროგნოზები
თითქმის ერთ წლიანი გაუფასურების შემდეგ, ლარმა გამყარება ელვის სისწრაფით დაიწყო
09:49 / 24-05-2016  Image ”როდესაც ვთქვი, რომ ზედმეტ წონას დავიკლებდი, ჩემმა დაქალებმა კარგად იხალისეს, მაგრამ დღეს მათ შურთ ჩემი ახალი სილუეტის!"
გაეცანით ანას ისტორიას, რომელიც გვიმხელს, თუ როგორ შეძლო ზედმეტი კილოგრამების დაკლება
17:18 / 24-05-2016  Image "მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"
მარინა დარასელიას თეატრში მოღვაწეობის ძალიან ხანგრძლივი - 34-წლიანი ისტორია აქვს
15:49 / 24-05-2016  Image ეკო ფანგანი საკუთარ დაბადების დღეზე ფეხშიშველი ცეკვავდა - ტელეწამყვანი იუბილეს სამი დღე აღნიშნავდა
+PHOTO| ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49