ჩიორა თაქთაქიშვილის მამის სკანდალს შსს პრესსამსახურის უფროსი ეხმაურება

ჩიორა თაქთაქიშვილის მამის სკანდალს შსს პრესსამსახურის უფროსი ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.

პერტაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქურდობის ფაქტი მაღაზიის ვიდეოკამერებზეა ასახული, ხოლო მხილებული პირი ხელწერილის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.

"• ქურდობის ფაქტი აისახა მაღაზიის ვიდეოკამერებზე;

• მაღაზიის დაცვამ და მენეჯერმა შეატყობინა პოლიციას და მოხდა შესაბამისი რეაგირება, რაც კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი;

• მხილებული პირი ხელწერილით გაუშვეს;

• სამინისტროს საზოგადოებასათან ურთიერთობის დეპარტამენტის სტანდარტი საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება ჩვენს ინტერესებში შედიოდეს;

• შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ამ ფაქტის გასაჯაროება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ამავე მიზეზით, ჩვენ ახლაც თავს ვიკავებთ ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან.

P.S.გაკვირვებული,მართლა გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია ასეთი ფაქიზი თემებით...", - წერს პერტაია.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის მამა სუპერმარკეტში ქურდობის ფაქტზე დაიჭირეს.

ასევე წაიკითხეთ: ჩიორა თაქთაქიშვილის პირველი კომენტარი მამის სკანდალზე - რა მოხდა რეალურად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ