კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:22 / 15-02-2016
"ერთი "ტრუპიც" დავიმატეო და მისთვის თავში დაუხლია ტყვია..." - გორში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
10 თებერვალს, ღამით, გორში, გურ­ამიშვილის ქუჩის ერთ ეზოში, რამდენიმე კაცი შეკრებილიყო - ისრაელიდან 25 წლის მარიამ ქისიშვილის ჩამოსვენებას ელოდნენ. ისრაელიდან ცხედარი დედამ და მარის მეუღლემ ჩამოასვენეს. ღამის 2 საათზე­ ის იყო, ცხედარი მანქანიდან გადმო­ასვენეს, რომ საშინელი ტრაგედია დატ­რიალდა - მარიამის მამამ, 50 წლის კახა ქისიშვილმა ყოფილი­ მეუღლე, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი მეორე ქმარი, რომა ჯოჯიშვილი "მაკაროვის" პისტოლეტის რამდენიმე გასროლით მოკლა და მიიმალა...

აი, რა მიამბო მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: როგორც ჩანს, კახა შვილის სიკვდ­ილმა შეშალა ჭკუიდან. შვილის სიკვდილში რატომღაც ყოფილ ცოლს ადანაშაულებდა. სამი წელი მკურნალობდა მარიამი ისრაელში. ყველაფერი გაუკეთეს, მაგრამ სიმსივნე მოედო მთელ ორგანიზმს და მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ირმა და კახა რამდენიმე წლის წინ გაშორდნენ ერთმანეთს და კახამ ეს ბინა შვილებს დაუტოვა. ქალი ცოლად გაჰყვა რომა ჯოჯიშვილს, რომელმაც ირმას გამო ცოლ-შვილი მიატოვა. კახას ბებია ჰყავდა ებრაელი, ისრაელში ჯერ ბავშვები წავიდნენ, მერე დედაც წაიყვანეს. კახა კი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. შეწყალებით გამოვიდა. დროდადრო ირმა საქართველოში ჩამ­ოდიოდა და იმ ბინაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცხოვრობდა, რომელიც კახამ შვილებს დაუტოვა. მაშინ გაუფრთხილებია ყოფილი ცოლი - ჩემს სახლში ის კაცი არ დავინახო, თორემ დაგხოცავთო.

...ჩამოსვენების დღეს კახას ბიჭისთვის უთქვამს, - დეიდაშვილებთან წადი, არ მინდა, შენი დის ჩამოსვენებას უყუროო. შვილმაც დაუჯერა. ამიტომ ვფიქრობ, განზრახული ჰქონდა ყოფილი ცოლის მოკვლა. მარი რომ მოასვენეს, კახას კატაფალკაში­ რომა დაუნახავს და უთქვამს, - ერთი "ტრუპიც" დავიმატეო და მისთვის თავში დაუხლია ტყვია...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში, ან გახდით საიტის ხელმომწერი ამ ბმულზე
10:22 / 17-02-2016
გავეცი პასუხი მე მაგ შეკითხვებს და სანამ დაწერთ წესიერად წაიკითხეთ.
საქმე ეხება განზრახ მკვლელობის ჩამდენებს, კანონიერ ქურდებს, ყაჩაღებს, რომლების ფულის წართმევის მიუხედავად კლავენ და ასახიჩრებენ მსხვერპლებს. ასეთი ხალხი გამოსწორდება? უნდა შეიწყალო ოდესმე? ახლა თქვენ გამეცით პასუხი !
ELL
09:49 / 16-02-2016
ცოლი რომ გაუტხოვდა პული შემოაკლდა და ალბატ აღარ უგზავნიდნენ და ამანაც ორტავე დახოცა .
სად გაიქცევა ლაჩარი. რა სულელი ყოპილა კაცურად მაინც ჩაბარებულიყო .
rogorc Chanss
მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
ბიზნესმენის ცხედარი დემოკრატიული მოძრაობის ოფისის ეზოში ნახეს
საპატრულო პოლიციის მანქანას სხვა მანქანა დაეჯახა
აფხაზეთში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან
ჩასასვენებლის გარეშეა დასვენებული და მერიის შესაბამისი სამსახურის დახმარებამდე დაკრძალვას არ აპირებენ
"პოლიციას თვითონ მეუღლე ჩაბარდა და შემთხვევის შესახებ თავად განაცხადა"
ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე
შუახნის მამაკაცი ბაზარში სოფლის პროდუქტების გასაყიდად სოფელ გარეჯვრიდან ჩავიდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:07 / 20-01-2017  Image "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" - როგორ დახვდა თეთრი სახლი რიგით 45-ე პრეზიდენტს
+PHOTO| ნახეთ როგორ შეხვდნენ ობამები ახალ პრეზიდენტს და როგორ დახვდა მას თეთრი სახლის სამუშაო ოთახი
18:39 / 20-01-2017  Image მერაბიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია
უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებ
15:16 / 20-01-2017  Image მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი და ეკა დემეტრაძე ერთმანეთს დაშორდნენ
+VIDEO| წყვილი თითქმის 10 წელი იყო დაქორწინებული
18:12 / 20-01-2017  Image საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცლდება
16:04 / 20-01-2017  Image 10 ვარსკვლავური წყვილი, რომელიც, თაყვანისმცემლების აზრით, არ უნდა დაშორებულიყო
იყო დრო, როცა ქორწინდებოდნენ უცნობ ადამიანებზე და უნდოდათ თუ არა ეს, ვალდებულნი იყვნენ
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49