"ერთი "ტრუპიც" დავიმატეო და მისთვის თავში დაუხლია ტყვია..." - გორში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ერთი "ტრუპიც" დავიმატეო და მისთვის თავში დაუხლია ტყვია..." - გორში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

10 თებერვალს, ღამით, გორში, გურ­ამიშვილის ქუჩის ერთ ეზოში, რამდენიმე კაცი შეკრებილიყო - ისრაელიდან 25 წლის მარიამ ქისიშვილის ჩამოსვენებას ელოდნენ. ისრაელიდან ცხედარი დედამ და მარის მეუღლემ ჩამოასვენეს. ღამის 2 საათზე­ ის იყო, ცხედარი მანქანიდან გადმო­ასვენეს, რომ საშინელი ტრაგედია დატ­რიალდა - მარიამის მამამ, 50 წლის კახა ქისიშვილმა ყოფილი­ მეუღლე, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი მეორე ქმარი, რომა ჯოჯიშვილი "მაკაროვის" პისტოლეტის რამდენიმე გასროლით მოკლა და მიიმალა...

აი, რა მიამბო მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: როგორც ჩანს, კახა შვილის სიკვდ­ილმა შეშალა ჭკუიდან. შვილის სიკვდილში რატომღაც ყოფილ ცოლს ადანაშაულებდა. სამი წელი მკურნალობდა მარიამი ისრაელში. ყველაფერი გაუკეთეს, მაგრამ სიმსივნე მოედო მთელ ორგანიზმს და მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ირმა და კახა რამდენიმე წლის წინ გაშორდნენ ერთმანეთს და კახამ ეს ბინა შვილებს დაუტოვა. ქალი ცოლად გაჰყვა რომა ჯოჯიშვილს, რომელმაც ირმას გამო ცოლ-შვილი მიატოვა. კახას ბებია ჰყავდა ებრაელი, ისრაელში ჯერ ბავშვები წავიდნენ, მერე დედაც წაიყვანეს. კახა კი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. შეწყალებით გამოვიდა. დროდადრო ირმა საქართველოში ჩამ­ოდიოდა და იმ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც კახამ შვილებს დაუტოვა. მაშინ გაუფრთხილებია ყოფილი ცოლი - ჩემს სახლში ის კაცი არ დავინახო, თორემ დაგხოცავთო.

...ჩამოსვენების დღეს კახას ბიჭისთვის უთქვამს, - დეიდაშვილებთან წადი, არ მინდა, შენი დის ჩამოსვენებას უყუროო. შვილმაც დაუჯერა. ამიტომ ვფიქრობ, განზრახული ჰქონდა ყოფილი ცოლის მოკვლა. მარი რომ მოასვენეს, კახას კატაფალკაში­ რომა დაუნახავს და უთქვამს, - ერთი "ტრუპიც" დავიმატეო და მისთვის თავში დაუხლია ტყვია...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში, ან გახდით საიტის ხელმომწერი ამ ბმულზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ