"დათოს ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ისე, რომ 3 ათასი ლარის გამო 3 ადამიანი მოეკლა" - სასტიკი მკვლელობის დეტალები

"დათოს ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ისე, რომ 3 ათასი ლარის გამო 3 ადამიანი მოეკლა" - სასტიკი მკვლელობის დეტალები

10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის ძებნა გამოცხადდა. ხობელი მერაბ აბესაძე, ზესტაფონელები გიორგი ფირჩხაძე და პაატა ჩუბინიძე მცირე მეწარმეები გახლდნენ და როგორც იჯახის წევრები აცხადებდნენ, ისინი სწორედ საქმიანი შეთავაზების შემდეგ გავიდნენ სახლიდან. ახლობლების თქმით, მათ თან გარკვეული თანხა ჰქონდათ (არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 3000 ლარი), სწორედ ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ დაკარგულები შესაძლოა დაეყაჩაღებინათ, თუმცა ძნელად წარმოიდგენდა ალბათ ვინმე, რომ პოლიცია სამივეს მოკლულს იპოვნიდა.

სამართლადამცავებმა ჯერ დაკარგულების მიტოვებულ "ფორდის" მარკის მიკროავტობუსს მიაგნეს, შემდეგ მდინარე უჩაღალში ერთ-ერთი დაკარგულის მობილური ტელეფონი იპოვეს, ბოლოს კი სოფელ ნარაზენში მათ ცხედრებს მიაგნეს. მალევე დააკავეს მათ მკვლელობაში ბრალდებულიც. სამართლადამცავთა მტკიცებით, ეს ყოფილი სამართალდამცავი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაიაა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩუბინიძეს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფირჩხაძეს და 1964 წელს დაბადებულ მერაბ აბესაძესს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი მოკლულის პაატა ჩუბინიძის ოჯახის წევრების თქმით, მათ პოლიციას გადასცეს ის ნომერი, რომლითაც უცნობმა პირმა პაატა ჩუბინიძეს დაურეკა და რუხში საქონლის შეძენა შესთავაზა.

ინტერნეტში იძებნება 2010 წლის ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქართული პოლიციის საგუშაგოზე, რომელიც ოკუპირებულ სოფელ ოტობაიასთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მდებარეობდა. სროლის შედეგად კი მძიმედ დაიჭრა ერთი ქართველი პოლიციელი დავით ბეჭვაია. როგორც ირკვევა, ეს სწორედ ის დავით ბეჭვაიააა, რომელიც ამჟამად სამი ადამიანის მკვლელობისთვისაა დაკავებული.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, მან დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა, თუმცა სასამართლოზე განაცხადა, რომ უდანაშაულოა. მისი თქმით, დაკავებისას სამართალდამცავებთან ბრალი "ემოციურ ფონზე" აღიარა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებდა.

გიორგი, ბრალდებულ დავით ბეჭვაიას მეგობარი:

- დათოს ვინც იცნიობს, ამას ვერ იჯერებს. ის არ იყო ის კაცი, 3 ათასი ლარის გამო ეს გაკეთებინა და თუ სამ კაცს მოკლავდა, ამას რაღაც სხვა, გამოუვალი მდგომარეობის გამო გააკეთებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ დაიმალებოდა და არც აღიარება გაუჭირდებოდა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ