"დარწმუნებული ვარ, ძვალი არა ადამიანის, არამედ საქონლისაა" - ადვოკატი კუჭავას ფარეხში აღმოჩენილ მტკიცებულებაზე

"დარწმუნებული ვარ, ძვალი არა ადამიანის, არამედ საქონლისაა" - ადვოკატი კუჭავას ფარეხში აღმოჩენილ მტკიცებულებაზე

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძვალი ცხოველისაა და არა ადამიანის. ოჯახის ადვოკატ ნათია კორკოტაძის თქმით, როდესაც გეორადარით, ფარეხის ქვეშ მიწაში ძვალი აღმოაჩინეს, მაშინ გამომძიებელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამოიღეს, თუმცა მას შემდეგ დამატებითი ინფორმაცია კუჭავას ადვოკატისთვის არ მიუწოდებია.

"მე დავუკავშირდი გამომძიებელს, რომელსაც ვკითხე, რისია ეს ძვალი, რომელზეც თქვა, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. მან მითხრა, რომ დნმ-ს პასუხი ჯერ მზად არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხი არსებობს და ძვალი არა ადამიანის, არამედ საქონლისაა", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

მისი თქმით, კუჭავას ოჯახს, საქმის მასალები ამ დრომდე სრულად არ გადასცემია, რის გამოც ხვალ, თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართავს. "ოჯახს სურს ბიძინა კუჭავას სახელის რეაბილიტაცია. მოვითხოვთ, თუ არ გადმოგვცემენ, გვაჩვენონ მასალები და დაგვარწმუნონ გამოძიების ვერსიაში, რომ ბიძინა კუჭავამ ჯერ მისი მეგობარი პაატა ქირია მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ძალიან ბევრი შეკითხვა დაგვიგროვდა. 25 იანვარს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სატელევიზიო გამოსვლაში, თქვა, რომ ქირიას და კუჭავას ოჯახებს საქმის მასალები მიეწოდებათ. ასე არ არის და მოვითხოვთ მასალებს", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ცხედარი ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. შსს-ს ცნობით, ქირია კუჭავამ მოკლა. გამოძიებისვე ინფორმაციით, ბიძინა კუჭავამ, თბილისში იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიცია კვალზე იყო გასული. სამართალდამცველების მისვლამდე კი, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ