ნასვამი ზურაბ ზვიადაური ახმეტაში მანქანას და სახლს დაეჯახა

ნასვამი ზურაბ ზვიადაური ახმეტაში მანქანას და სახლს დაეჯახა

2 ადამიანი დაშავდა ახმეტაში მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას, რომელიც ავარიის მიზეზი გახდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პარლამენტის წევრი, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური მართავდა. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა პოლიციას ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია.

შემთხვევა 2016 წლის 13 თებერვალს, საღამოს, ქალაქ ახმეტაში მოხდა. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, ზურაბ ზვიადაური საკუთარი, "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით JU-090-DO, ილია ჭავჭავაძის ქუჩის (ყოფილი სტალინის ქუჩა) გადამკვეთი საუბნო გზიდან დიდი სისწრაფით გამოვიდა და ჯერ ამავე ქუჩაზე მოძრავ "ნისანის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელს.

თვითმხილველების განმარტებით, პარლამენტის წევრი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ავტოავარიის შედეგად "ნისანის" მძღოლი 65 წლის მირიან ქავაზაური დაშავდა - მას მარჯვენა ფეხზე მოტეხილობა აქვს. შედარებით მსუბუქად დაშავდა მისი მეუღლე. აი, რას ყვება "კახეთის საინფორმაციო ცენტრთან" საუბარში დაზარალებული მირიან ქავაზაური განაგრძეთ კითხვა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

რა ვითარებაა თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ოქმში ფრაზა, რომ ცხედარს "გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში", მექანიკურ შეცდომა არ არის - ექსპერტიზის ბიურო

"აწამეს და მოკლეს ბავშვი, 100-პროცენტიანი აქედან მოტყუებით გაიყვანეს..." - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა?