"ოთომ მითხრა, შენი ქმარი ს...ა აქ რომ გამუშავებსო" - რას ყვება მაგდა პაპიძისა და მისი მეგობარი მამაკაცის ურთიერთობაზე ბრალდებულის და

"ოთომ მითხრა, შენი ქმარი ს...ა აქ რომ გამუშავებსო" - რას ყვება მაგდა პაპიძისა და მისი მეგობარი მამაკაცის ურთიერთობაზე ბრალდებულის და

საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომელიც მაგდა პაპიძის საქმეზე ახალ დეტალებს შეეხება. განცხადებასთან ერთად, პროკურატურა ფოტო-ვიდეომასალასა და ჩვენებებს ავრცელებს. მათ შორისაა ბრალდებულის დის, ლანა პაპიძის ჩვენება, რომელიც 2015 წლის 25 დეკემბერს არის ჩაწერილი. აი რას ყვება ჩვენებაში ლანა პაპიძე:

"...როდესაც ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილზე" 2015 წლის დასაწყისში მათ ოჯახში (მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის), ურთიერთობებში ყველაფერი თავდაყირა დადგა. როცა ბენზინგასამართ სადგურ ლუკოილზე დაიწყო მუშაობა, მათ ოჯახში, ურთიერთობებში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ეს იყო 2015 წლის დასაწყისში. ლუკოილზე ის მუშაობდა ორ დღეში ერთხელ ღამის ცვლაში, შვიდი საათიდან დილის თერთმეტ საათამდე. თორნიკეს ტოვებდა ხან ჩემთან, ხან დარეჯანთან (დედამთილი). ომარი წინააღმდეგი იყო მისი "ლუკოილზე" მუშაობის და ეუბნებოდა, რომ 300 ლარის გამო, ბავშვს ღამე როგორ ტოვებდა. მაგრამ მაგდა მის ნათქვამს უკვე აღარაფრად აგდებდა, მაინც მუშაობდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე (ჩვენება ჩაწერილია 2015 წლის 25 დეკემბერს), მაგდამ სახლში ყოფნისას მითხრა, რომ მასთან მაღაზიაში სისტემატიურად დადიოდა მათი უბნელი ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც მაღაზიაში სიგარეტს და შოკოლადებს უტოვებდა. მე შვატყვე მაგდას რომ აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ოთარ ბერძენიშვილზე. მაგდა იყო მოკრძალებული ადამიანი, იცმევდა სადად, მაგრამ ზაფხულიდან შეცვალა ჩაცმის სტილი გახდა ვულგარული, ომარის დაუკითხავად მთელ ბეჭებზე დაიხატა სვირინგები, რის გამოც ომარი ხელითაც შეეხო. იღებდა ვულგარულ სურათებს და დებდა ფეისბუქზე, რაზეც მეც და ომარიც ვიყავით წინააღმდეგი და ამის გამო მებუტებოდა კიდევაც. მაგდა საკუთარ თავს ყველაზე წინ აყენებდა არც მე მიჯერებდა არც დედაჩემს, არც ქმარს. აკეთებდა იმას, რაც მას უნდოდა....

...ნოემბრის თვეში მაგდა იყო მოსული ჩემთან სახლში. ოთომ მითხრა შენი ქმარი "სირია" აქ როგორ გამუშავებსო. ამ პერიოდში მაგდა უკვე ვეღარ იტანდა ომარს. აბრალებდა რომ სვამდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მე ომარი ერთი წელია ნასვამი არ მინახავს. როგორც მაგდამ მითხრა, მასთან სამსახურში დადიოდნენ უბნელი ბიჭები. მათ შორის ოთარ ბერძენიშვილიც. ომარს არ მოწონდა. ამის გამო მოსდიოდათ უთანხმოება. თორნიკე უდედობას ძალიან განიცდიდა, ღამე ეღვიძებოდა და დედას კითხულობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მკვლელობამდე ორი დღით ადრე ტელეფონით ვესაუბრე დედაჩემს. მან მთხოვა გამეგო "ლუკოილის" მაღაზიის მეპატრონის ნომერი, რომ მისთვის ეთხოვა მაგდა გამოეშვა სამსახურიდან...

იხილეთ ვიდეო| პაპიძის და საკუთარი დის ფარულ პირად ცხოვრებაზე ჩვენებაში ალაპარაკდა

მაგდა აღარ მალავდა, რომ ოთარ ბერძენიშვილთან თავს უფრო უკეთესად და ბედნიერად გრძნობდა, ვიდრე ომარ ქაფიაშვილთან. ოთოს და მას ჰქონდათ საერთო გემოვნება მუსიკაში, ოთო შეპირდა რომ წაიყვანდა თურქეთში "ქოლდფლეის" კონცერტზე. მას ომარის მიმართ იმდენად ჰქონდა გაცივებული გრძნობები, მასთან ერთად საჭმელსაც არ ჭამდა.... 2015 წლის 19 დეკემბერს დილას იყო ჩემთან მოსული და მითხრა ორი თვეა ომართან ცოლ-ქმრულად არ უცხოვრია"

ეს ნაწყვეტია ლანა პაპიძის ჩვენებიდან, რომლის სინამდვილეს ადასტურებს ბრალდებულის და ხელმოწერით: "ჩვენება დაბეჭდილია ჩემს მიერ ნაკარნახევი სიტყვებით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს. ლანა პაპიძე".

ასევე წაიკითხეთ: ჩანაწერი მაგდა პაპიძის დღიურიდან - "ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები"

იხილეთ მაგდა პაპიძის დედის პირველი კომენტარი ჩვენების გასაჯაროების შემდეგ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ