მაგდა პაპიძის დედა პროკურატურას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

მაგდა პაპიძის დედა პროკურატურას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

შვილის და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია პროკურატურას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ლანა პაპიძის ჩვენება რეალურ ჩვეებას არ შეესაბამება.

"მე , ლია შამუგია მაგდა პაპიძის დედა გავეცანი მთელ ონფორმაციას რაც დღეს გავრცელდა ვგულისხმობ პროკურატურაში ჩემი და ჩემი შვილის ლანა პაპიძის ჩვენებებს კერძოდ: ''ჩემი შვილი მაგდა იყო თავნება და რომ შვილს ცუდად ექცეოდა ''... მე დედა მაგდა პაპიძის ვაცხადებ რომ ეს ინფორმაცია რაც დღეს გავრცელდა (ვგულისხმობ ჩვენებებს)არის სიცრუე და არც მე და არც ჩემს შვილს ასეთი ჩვენება არ მიგვიცია და ვუცხადებ უნდობლობას პროკურატურას,ასევე ავღნიშნავ ჩემი შვილის ლანა პაპიძის მიცემულ ჩვენებას რაშიც აშკარად დარღვეულია მიცემული რეალური ჩვენებები.რაც შეეხება ჩემი შვილის მაგდას მიერ ნაწარმოებ ე.წ ''დღიურს'' მინდა ვუთხრა საზოგადოებას რომ მიუხედავად კალიჰგრაფიის ექსპერტიზის დასკვნის პროკურატურის მხრიდან ავღნიშნავ რომ ეს კალიგრაფია არ ეკუთვნის ჩემს შვილს მაგდა პაპიძეს,არის მიმსგავსებული და არანაირად არ ვენდობი ექსპერტიზის დასკვნებს,ამ მოვლენებით მე ვხედავ მიმდინარე საქმის გაყალბებას და არასწორი მსვლელობა ეძლევა პროცესს !", - ამბობს ლია შამუგია.

იხილეთ: პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ახალ დეტალებს ამჟღავნებს

ასევე ნახეთ: ჩანაწერი მაგდა პაპიძის დღიურიდან: "ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ