კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:18 / 22-02-2016
მაგდა პაპიძეს გიორგი დემეტრაძის და ვატო ყიფიანის ადვოკატი იცავს
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ახალი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებისთვის უცნობი ბევრი დეტალი გაამჟღავნა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პაპიძის ოჯახმა სახაზინო ადვოკატის ნაცვლად ბრალდებულის დასაცავად ახალი ადვოკატები აიყვანა. შეგახსენებთ, თავდაპირველად პაპიძეს ადვოკატი სახაზინო წესით დაენიშნა. ეს გახლდათ ხათუნა ჩხაიძე, ჟურნალისტ გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლე.

რაც შეეხება ლანა პაპიძის ახალ ადვოკატებს, "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ისინი ირმა ბრელიძე და მარიკა ფხალაძე არიან. ირმა ბრელიძე ერთ შემთხვევაში იცავდა ვარკეთილში 19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც გასული
წლის აგვისტოში, სასამართლომ 14 წლით თავისუფლება აღუკვეთა. მეორე საქმეც მკვლელობას შეეხება და ის 2014 წელს, ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანში მოხდა. ირმა ბრელიძის დაცვის ქვეშ მყოფი სამი ახალგაზრდის მკვლელობაში იყო ბრალდებული...

"რაც შეეხება მარიკა ფხალაძეს, მას კოლეგები საკმაოდ ჭკვიან და თანმიმდევრულ ადვოკატად ასახელებენ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ მოვიძიეთ მისი მოგებული საქმეების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ორ გახმაურებულ საქმეზე კი ნამდვილად გამოდიოდა დაცვის პოზიციით, ესენი იყო ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძისა და ცნობილი ავტორიტეტის, ვატო ყიფანის საქმეები, მარიკა ფხალაძე სწორედ მათ ინტერესებს იცავდა", - წერს "პრაიმტაიმი".

მარიამ ნადირაძე
გაზეთი "პრაიმტაიმი"

13:42 / 23-02-2016
..............
0
კარგით რა, გეყოთ ამდენი ღვარძლი! ნებისმიერ შემთხვევაში ჯოჯოხეთია ამ გოგოს ცხოვრება..... მაგრამ არ მჯერა და რა ვქნა?!!!!
10:33 / 23-02-2016
მირაბელა
0
ყველაზე ჭკვიან დამნაშავესაც შეიძლება რაღაც სულ პატარა თითქოს უნმნიშვნელო ფაქტი გამოეპაროს და ძიებისთვს ის უკვე ხელჩასაჭიდი ხდება.

ეს მაგდა, არ უნდა დაეჭირათ .გაენთავისუფლებინათ ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე. ამის შემდეგ მასზე უნდა განხორციელებულიყო სადღეღამისო თვალთვალი თავისი სატელეფონო მოსმენებით და სოციალური აქტივობის შემოწმებით. ყველა მისი ნაბიჯი უნდა ეკონტროლებინათ და სადღაც აუცილებლად შეეშლებოდა და ეჭვ მიტანილის სტატუსიდან გადავიდოდა დამნაშავის ან დანაშაულის თანამონაწილის სტატუსში და საქმეც ბევრად უFრო ადვილი გამოსაძიებელი იქნებოდა.
მსგავსი სიახლეები
"40 წლის ასაკში პირველად გავხდი მამა და ეს ისეთი ენით აუღწერელი შეგრძნება ყოფილა"
ქმრისა და შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე
"ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები"
მეორე გარემოება მოკლული ომარ ქაფიაშვილი მობილური ტელეფონია
წიგნი მაგდას ცხოვრების შესახებ იქნება.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
02:15 / 22-08-2017  Image "ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მძლავრი ტექნიკა უკვე ადგილზეა მობილიზებული" - გიორგი კვირიკაშვილი
+VIDEO| "როგორც კი ინათებს, სახანძრო და საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ მუშაობას"
02:11 / 22-08-2017  Image სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი - ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს
"ადგილზე პრევენციისთვის მობილიზებულია ცოცხალი ძალა"
14:32 / 21-08-2017  Image ირინა სარიშვილმა მეშვიდე შვილი აიყვანა
ირინა სარიშვილმა მეშვიდე შვილი აიყვანა
15:42 / 21-08-2017  Image ტელეწამყვან ანი გიუნტერს და მსახიობ ვიკა კალანდიას ავარია შეემთხვათ
"სწრაფად მოძრაობდა, დაგვეჯახა და სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით"
16:26 / 21-08-2017  Image 13 წლის ბიჭი იშვიათი დიაგნოზით, რომელიც ახალშობილს გავს
თინეიჯერ ბიჭს იშვიათი დიაგნოზი დაუდგინდა - მისი ზრდის ტემპები გაჩერებულია და ახალშობილს გავს
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49