მაგდა პაპიძეს გიორგი დემეტრაძის და ვატო ყიფიანის ადვოკატი იცავს

მაგდა პაპიძეს გიორგი დემეტრაძის და ვატო ყიფიანის ადვოკატი იცავს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ახალი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებისთვის უცნობი ბევრი დეტალი გაამჟღავნა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პაპიძის ოჯახმა სახაზინო ადვოკატის ნაცვლად ბრალდებულის დასაცავად ახალი ადვოკატები აიყვანა. შეგახსენებთ, თავდაპირველად პაპიძეს ადვოკატი სახაზინო წესით დაენიშნა. ეს გახლდათ ხათუნა ჩხაიძე, ჟურნალისტ გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლე.

რაც შეეხება ლანა პაპიძის ახალ ადვოკატებს, "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ისინი ირმა ბრელიძე და მარიკა ფხალაძე არიან. ირმა ბრელიძე ერთ შემთხვევაში იცავდა ვარკეთილში 19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც გასული წლის აგვისტოში, სასამართლომ 14 წლით თავისუფლება აღუკვეთა. მეორე საქმეც მკვლელობას შეეხება და ის 2014 წელს, ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანში მოხდა. ირმა ბრელიძის დაცვის ქვეშ მყოფი სამი ახალგაზრდის მკვლელობაში იყო ბრალდებული...

"რაც შეეხება მარიკა ფხალაძეს, მას კოლეგები საკმაოდ ჭკვიან და თანმიმდევრულ ადვოკატად ასახელებენ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ მოვიძიეთ მისი მოგებული საქმეების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ორ გახმაურებულ საქმეზე კი ნამდვილად გამოდიოდა დაცვის პოზიციით, ესენი იყო ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძისა და ცნობილი ავტორიტეტის, ვატო ყიფანის საქმეები, მარიკა ფხალაძე სწორედ მათ ინტერესებს იცავდა", - წერს "პრაიმტაიმი".

მარიამ ნადირაძე

გაზეთი "პრაიმტაიმი"

ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ეროვნული პოლიცია

"მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდება" - რას ყვება ადვოკატი ვატო ყიფიანის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკვეს

რას ყვება ვახტანგ გომელაური ურეკში მომხდარ ინციდენტზე