კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:02 / 22-02-2016
"ბავშვი კიოდა, გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა" - რას ყვება მასწავლებელი, რომელიც 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებას შეესწრო
4 დღის წინ, ფონიჭალადან გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას მასწავლებელი ციცინო ჩავრაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა გოგონა უცნობმა პირებმა მოიტაცეს. არასრულწლოვანი ჩავრაშვილის სახლში სამეცადინოდ იმყოფებოდა, მეოთხე სართულიდან ჩამოსული კი სადარბაზოდან გაიტაცეს.

"გადმოხტა მანქანიდან ოთხი კაცი. რასაც ქვია, ჩატენეს მანქანაში. ბავშვი კიოდა, წიოდა, გიჟს გავდა. გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა ხელიდან. შეტენეს უკან, აქეთ-იქედან მიუსხდნენ ბიჭები და მოწყვეტით წაიყვანეს მანქანა", - ყვება ციცინო ჩავრაშვილი. მისივე თქმით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და გოგონას დასახმარებლად სახლიდან ჩასვლა ვერ
მოასწრო.

იხილეთ ვიდეო

მასწავლებელი ვარაუდობს, რომ არასრულწლოვანს გამტაცებლები რამდენიმე დღის მანძილზე უთვალთვალებდნენ, რადგან ოჯახი გოგონას უყურადღებოდ არ ტოვებდა და სკოლაშიც კი ბაბუა ატარებდა: "მეც ვუთხარი რამდენიმე დღის წინ, სანამ ბაბუაშენი არ მოგაკითხავს, იქამდე არ გაგიშვებ, ვინმემ არ მოგიპაროს-მეთქი. ვინ უნდა მომიპაროს, შეყვარებული არ მყავს, არავის არ გავყვებიო", - იხსენებს მასწავლებელი.

სამირა ბაირამოვა უკვე ნაპოვნია. ბაირამოვას მშობლების თქმით, გამტაცებლებმა გოგონა ტაქსით გამოუშვეს და არასრულწლოვანი ფონიჭალაში ერთ-ერთ მაღაზიაში მივიდა, საიდანაც მამის მობილურ ტელეფონზე დარეკა და მშობლებს შეატყობინა, რომ თავისუფალია.

სამირა ბაირამოვას მამის განმარტებით, სატელეფონო ზარის მიღების შემდეგ, სამართალდამცველები გოგონას მიერ მითითებულ მისამართზე მივიდნენ და გატაცებული პოლიციის შენობაში გადმოიყვანეს. მშობლების და ახლობლების თქმით, სამირა ბაირამოვა ჯერ არ უნახავთ.
13:25 / 23-02-2016
FU....ARAKACEBI...KACEBI UNDA GERQVAT TQVEN?
0
შეეშინდათ და გაანთავისუფლეს... სუყველას გასროკავდენ მაგათ,ისეთი ოჯახიდან არი ის გოგო.....არ აპატიებდნენ, კიდევ კარგი არ იძალადეს ბავშვზე.....
09:52 / 23-02-2016
maguli
0
ეხლა შეიცვა მდგომარეობა ქალები იტაცებენ კაცებს გამონაკლისი ძალიან ცოტაა
მსგავსი სიახლეები
"თბილისის მერია მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი"
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა"
დაკავებული სახლიდან შეძახილებით: "ნარკოტიკები ჩამიდეს" გამოიყვანეს
ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული
დაკავებულს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება
"ვიყავით სახლში, უცებ შემოვარდნენ პოლიციელები, ოჯახის წევრები გაგვყარეს სახლიდან"
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები
როგორც სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, ხმათა ფარდობითობა იყო 10 ხმა 2-ის წინააღმდეგ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:08 / 11-12-2017  Image "ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა თუ რამე ასე გამიხარდებოდა" - გიული ალასანია შვილის გათავისუფლებაზე
+VIDEO "მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას"
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49