კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:10 / 23-02-2016
"გვითხრეს, ვითომ ქირია და ბიძინა ღამე თამაშობდნენ ჩუმად "შავ კარტს" - კუჭავას ქვრივი გამოძიების ახალ დეტალს ამხელს
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალი იკვეთება. როგორც გაზეთი "პრაიმტაიმი" წერ, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ბიძინა კუჭავამ პროკურორ ქირიასთან კარტი, სავარაუდოდ "სეკა" ითამაშა და სოლიდურ თანხა წააგო. ქირია კუჭავას სწორედ "თავანის" ჩაბარებას სთხოვდა, რის გამოც მის სახლთან რამდენჯერმე შეხვდა კუჭავას. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, უკვე დაკითხულია რამდენიმე მოწმე, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ინფორმაცია კუჭავას მიერ ქირიასთან წაგებული თანხის შესახებ. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს კუჭავას ქვრივი. აი რას ყვება "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მარინა ნიკოლოზაშვილი:

"ეს ჩვენთანაც ახსენა პროკურატურამ, ანუ ვითომ ქირია და ბიძინა კარტს თამაშობდნენ. გამომძიებელმა გვითხრა, შესაძლოა "შავ კარტს" თამაშობდნენ და მაგის გამო მოხდა მკვლელობაო. ვერ წარმომიდგენია, პროკურორს "შავი კარტის" თამაშის დრო ჰქონდეს, ანუ, მათი ვერსიით, მოქმედი პროკურორი ზუგდიდიდან დადიოდა იმისთვის, რომ მთელი ღამე კარტი ეთამაშა ბიძინა კუჭავასთან და მერე უკან ჩასულიყო. გვითხრეს, ვითომ ღამე თამაშობდნენ ჩუმად "შავ კარტს". ჯერ ერთი, ბიძინა ყოფელ ღამე სახლში იყო და მეორეც, ვალის გამო დღეს ვინ კლავს ადამიანს. კარტი რომ ითამაშო, მინიმუმ 5 საათი მაინც
You must have Flash Player installed in order to see this player.
უნდა იჯდე. ასეთი დროით ბიძინა ღამე სახლიდან არასოდეს გასულა. ბიძინა თავის დროზე რულეტკას თამაშობდა, კარგად ესმოდა. კარტი არასდროს უყვარდა და არც თამაშობდა"

ამასთან, კუჭავას ქვრივი ინტერვიუში ადასტურებს, რომ მოკლული პროკურორი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იყო მათთან სახლში მისული, კუჭავა და ქირია საქმეზე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. "ქირია ახალ წლამდე იყო მოსული კორპუსთან, მანქანაში ისხდნენ და საუბრობდნენ. ეს იყო დეკემბერში. მაშინ სახლში არ ამოსულა. შემდეგ, საახალწლოდ იყო მოსული, ხილი მოგვიტანა - ჩემი ეზოს ხილიაო. ზოგადად, თბილისში რამდენჯერაც ჩამოვიდოდა ბიძინას დაურეკავდა და ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, ალბათ, საქმეზე ლაპარაკობდნენ. რა თქმა უნდა, ბიძინა კუჭავა და ვახტანგ ქირია ორივე მოკლულია. აშკარაა, რომ პროკურორი რაღაც ინტერესებს შეეწირა. ძველ, ბურუსით მოცულ საქმეებს ჰგავს მისი მკვლელობა, ჩემი ქმარი კი ნაჩქარევად მიაკლეს ზედ" - ამბობს მარინა ნიკოლოზაშვილი.

მირიან ბოქოლიშვილი
გაზეთი "პრაიმტაიმი"
07:23 / 24-02-2016
ამ ქალის სიტყვები.რულეტკას თამაშობდა, კარგად ესმოდაო.ეს მაგარი იყო
დათო
23:50 / 23-02-2016
როგორ ცხოვრობდა ასეთ საშიშ კაცთან?
ნია
მსგავსი სიახლეები
"დამ ბინა გაყიდა,­ რომელიც ბანკში ჰქონდა ჩადებული, ფული მისცეს, მაგრამ თანხა ბანკამდე ვერ მიიტანა"
კუჭავას მეუღლე მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახს უსამძიმრებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:40 / 01-07-2016  Image კიევის ოლქში კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს, რომელთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა
დაკავებულები არიან აღნიშნული შეკრების მონაწილეები
14:00 / 01-07-2016  Image რას ჭამთ თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე? - სურსათის სააგენტო ავტომაგისტრალებზე კვების ობიექტებს ამოწმებს
მომხმარებელმა სურსათის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებზე
11:06 / 01-07-2016  Image "მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ბავშვობის სურვილი ავიხდინო..." - სულხან მოლაშვილის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 1 წლით ადრეა ჩაწერილი
"...ერთ-ერთი წამების დროს ვკითხე - რა გინდათ, იქნებ გთანხმდებით-მეთქი..."
14:26 / 01-07-2016  Image "ჰარიპოტერა მანანა", "პუტინა გურამა" და სხვა ძალიან სახალისო კახური მეტსახელები აკა სინჯიკაშვილისგან
"რბილი სოსო" - ქორწილის ღამეს ძაან დათვრა და მოეჭრა ცოლთან თავი
16:14 / 01-07-2016  Image სოფო ნიჟარაძეს მიშო სულუხია სიყვარულში გამოუტყდა - ''ისეთი ლამაზი ხარ, წაგვლეკე''
+VIDEO| სოფო ნიჟარაძე ახალ კლიპზე მუშაობს
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49