კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:19 / 23-02-2016
"მითხრეს, თქვენ ხო არ მოკალითო?!" - ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლე დაკითხვის დეტალებს ყვება
ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლის ოთარ მამფორიას განცხადებით, სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად ჰკითხეს, თავად ხომ არ მოკლა მეუღლე, თუმცა შემდეგ ეს ვერსია თავადვე გამორიცხეს. ამის შესახებ მამფორიამ ჟურნალისტებს პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, სახლში დაბრუნებისას განუცხადა. მამფორიას განმარტებით, მან გუშინ დილით უფროსი ბავშვი სკოლაში წაიყვანა, ხოლო მეუღლე და მეორე მცირეწლოვანი შვილი სახლში, მძინარეები დატოვა.

მამფორიას მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვს. მისი თქმით, თავდაპირველად ეჭვი იყო, რომ მოხდა ყაჩაღობა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ფული სახლშია, ეს ვერსიაც გამოირიცხა.

იხილეთ ვიდეო

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ვინმეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამფორიებს სახლში თანხა ჰქონდათ, მან უპასუხა, რომ ეს იცოდა ბიძაშვილმა და ასევე მეზობლებმაც. "რომ ვერაფერი გაიგეს, ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო? არა-მეთქი, ვუპასუხე. ეს კითხვა იმიტომ დამისვეს, რომ ვერაფერს მაძლევ ხელჩასაჭიდსო. არც ისე დიდი ხანი მიდიოდა ამაზე საუბარი და მერე ეს ვერსია გამორიცხეს. მკითხეს ასევე, თუ მყავდა მტერი უბანში, ან სანათესაოში და ესეც უარვყავი", - განუცხადა ჟურნალისტებს მამფორიამ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
You must have Flash Player installed in order to see this player.
109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

35 წლის ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამოსული კვამლი შენიშნეს.

იხილეთ ასევე: შსს ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს
23:18 / 23-02-2016
აქ რომ წერთ რას ნიშნავს შეკითხვა შენ ხომ არ მოგიკლავსო რა იცით კითხვის დროს რა მიმიკა დაიჭირა გამომძიებელმა ასე რომ ყველა პატარა უმნიშვნელო რამ შეიძლება ბოლოს მთავარი გახდეს
fak
16:29 / 23-02-2016

ნაცების ხელიდან მოწამლული ხალხი კიდევ დიდ ხან იქნება ასეთ დღეში !
9-ა წლიანმა სტრესმა დაღი დაადო ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას!
,,BEATLES''
მსგავსი სიახლეები
ახლობლები ნინა რომანაძის მკვლელობაში მისი მეუღლის ბრალეულობას გამორიცხავენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:45 / 16-01-2017  Image ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
10:21 / 16-01-2017  Image ციხიდან ახლადგამოსულმა გიგი უგულავამ ბედობა ცნობილ კომპოზიტორებთან და მომღერლებთან ერთად აღნიშნა
კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
13:51 / 16-01-2017  Image „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში
14:19 / 16-01-2017  Image თეა წულუკიანი მეუღლესთან ერთად კამერების წინ პირველად გამოჩნდა
PHOTO+VIDEO თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა
12:29 / 16-01-2017  Image მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...
ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა მათი ურთიერთობა აკრძალული გახლდათ...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49