ჩაქვში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ჩაქვში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

პირი, რომელმაც ჩაქვში მამაკაცი მოკლა, დაკავებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა ქუჩურ გარჩევას არ უკავშირდება და მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

"პირი, რომელსაც მკვლელობა ბრალდება და მოკლული მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ", - განმარტეს შსს-ში.

ჩაქვში მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მოკლული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ