კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:21 / 24-02-2016
"საშინელი ტრაგედია ტრიალებს - ერთი ოჯახიდან ხუთი ადამიანი დაიღუპა" - რა მოხდა უჯარმის ციხესთან?!
უჯარმაში მორიგი ავტოკატასტროფის დროს 6 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს მესამე ავტოკატასტროფაა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევებს ერთდროულად 5 და მეტი ადამიანი შეეწირა. უჯარმასთან დატრიალებული ტრაგედიისას დაღუპულთა შორის ერთია შედარებით ასაკოვანი, დანარჩენები ახალგაზრდები არიან, რომელთა შორის ორი - 7 და 12 წლის ბავშვები არიან. ადგილობრივთა თქმით, გომბორის უღელტეხილზე ეს პირველი ავარია არ არის, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი ერთად იღუპება. უბედურების მთავარი მიზეზი კი ხშირად ალკოჰოლი და სიჩქარის გადაჭარბებაა. ავტოკატასტროფის ხუთი მსხვერპლი სოფელ გომბორში ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება ს/ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს:
- მას შემდეგ რაც ე.წ. გომბორის გზა გაკეთდა და აღმოსავლეთის მხრიდან მოძრაობის ცენტრმა აქ გადმოინაცვლა, ავტოკატასტროფები არ გვაკლია; ყველა მათგანი რატომღაც არ ხმაურდება, არ ვიცი, რატომ. ამ ავტოკატასტროფებში ავბედითი როლი მაინც იმ ტაქსისტებს მიუძღვით, რომელთაც თბილისიდან კახეთში და, - პირიქით გადაჰყავთ მგზავრები. კახეთის ყველა კუთხის ტრანსპორტი,
გარდა გურჯაანისა, ამ ტრასაზე გადაადგილდება და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს ტაქსის მძღოლები, რომ მგზავრები ერთმანეთზე უფრო სწრაფად გადაიყვანონ. ამასობაში ხალხი ნადგურდება. ვისაც მოძრაობის რაიმე გაეგება, იმას თუ ჰკითხავთ, გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალი სიჩქარის გადაჭარბების მაკონტროლებელი რადარების დადგმა იქნებოდა, ისე როგორც დასავლეთის მიმართულების ავტობანზეა გაკეთებული. გადაჭარბებულ სიჩქარეს ეს რადარები დააფიქსირებდნენ და მძღოლებსაც ჯარიმების ქვითრები მიუვიდოდათ. ამის შემდეგ სიჩქარის გადაჭარბებას ბევრი მოერიდებოდა; ამავე დროს, თუნდაც ერთი ადამიანის გადარჩენა, რამხელა რამ არის! რატომღაც ეს არავის უნდა, რომ გააკეთოს; ისე კი, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ სიჩქარის რადარების დაყენების შემთხვევაშიც კი, ჩვენს ტრასაზე რიგი ავარიები მაინც მოხდება, რადგან ჩვენს ახალგაზრდობას არ აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა არც ოჯახის და არც სხვისი სიცოცხლის წინაშე, - ბევრი ნასვამი ჯდება საჭესთან და ასე ახდენს ამ უბედურებებს.

წაიკითხეთ სრულად
ტეგები:
10:39 / 26-02-2016
llllllllllllllll
0
არავინ არაფერს გააკეტებს ,ტუ ხალხი არ გამოვიდა და არ მოიტხოვა
16:10 / 25-02-2016
gdgd
0
222-ს აბსოლუტურად მართალი ხარ!
საზ.ტრანსპორტის მძღოლებზე კონტროლი არ არსებობს, ხმას ამოიღებს ვინმე და ეგრევე გაფიცვებით იმუქრებიან, ნაბახუსევი "მარშრუტკის" მძღოლები (სიტყვა შოფრები უფრო შეეფერებათ): დაუბანლები, იგინებიან,სიგარეტს აბოლებენ, აგრესიულები, თუ რამე უთხარი და აქეთ გლანძღავენ!
როდემდე უნდა გაგრძელდეს? იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამ საკითხით რააა...
მსგავსი სიახლეები
თვითმხილველმა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებიც მოგვაწოდა
"შოთა ლაშაური ჩემი უბნელი იყო, მაგრამ ისეთი წესიერი ადამიანი გახლდათ, უბანში არასოდეს მინახავს"
კვადროციკლი ამობრუნდა, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა
"დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენჟ
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინციდენტის ადგილზე მაშველები და ექიმები არიან მობილიზებულნი
+VIDEO შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ახალგაზრდა მამაკაცს კუთვნილი ავტომობილი ავტობანზე ავარიულ ზოლში ჰყავდა გადაყვანილი, როდესაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა
ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 22-08-2017  Image ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
22:18 / 22-08-2017  Image გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება
"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26"
21:18 / 22-08-2017  Image მამუკა ხაზარაძე - "თიბისი ჯგუფი" დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
კომპანია "ბორჯომი" ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა
18:37 / 22-08-2017  Image "ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი
"მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი"
13:16 / 22-08-2017  Image "ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"
"ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49