შს მინისტრის მოადგილის კომენტარი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე

შს მინისტრის მოადგილის კომენტარი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს არ აკეთებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ თოქ-შოუ "პოლიტიკაში" ჩართვისას განაცხადა, მომხდარი თავდასხმიდან ძალიან მცირე დროა გასული, ამიტომ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარი დანაშაულის გასახსნელად ყველაფერს აკეთებს, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, ხოლო გამოძიებას კონკრეტული შედეგის საჩვენებლად გონივრული დრო სჭირდება.

ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს დღეს დაესხნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ