"ოჯახში უცხოს არ შეუშვებდა...შეიძლება ეს ახლობელმა ჩაიდინა“ - ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლე

"ოჯახში უცხოს არ შეუშვებდა...შეიძლება ეს ახლობელმა ჩაიდინა“ - ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლე

ფონიჭალაში მოკლული ნინა ომანაძის მეუღლე ოთარ მამფორია ახალ დეტალებზე საუბრობს. იგი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა ოჯახის ახლობელს ჩაედინა. როგორც მამფორიამ განაცხადა, მისი მეუღლე მკვლელს სავარაუდოდ, იცნობდა, რადგან კარი საკუთარი ნებით აქვს გაღებული.

"ძარცვა გამოვრიცხეთ, რადგან წაღებული არაფერი არ არის. თავი აქვს დარტყმული. როგორც ჩანს, მკვლელთან შებრძოლება სცადა. შეიძლება ახლობელი იყო. ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ ოჯახში თუ შეუშვა, უცხოს არ შეუშვებდა. ყავას აქვს მოდუღებული", - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე ოთარ მამფორია ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.

მოკლული დედა-შვილი ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დროულად გამოძიებას ითხოვენ.

სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 22 თებერვალს მოხდა. 35 წლის ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ