ალექსი პეტრიაშვილი შესაძლოა დღეს დაკითხონ

ალექსი პეტრიაშვილი შესაძლოა დღეს დაკითხონ

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დღეს შესაძლოა დაკითხონ. პეტრიაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ დღეს მას უკვე პალატაში გადაიყვანენ.

როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის აბსოლუტურად სტაბილური. მიმდინარეობს მკურნალობა. გამოკვლევები უტარდება იმის მიხედვით, რა მდგომარეობაც არის ამჟამად პაციენტთან. რაიმე სახის დამატებითი ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ "თავისუფალ დემოკრატებში". შსს-ში კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ვერ ისაუბრებენ.

პეტრიაშვილის შესაძლო დაკითხვაზე ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ