კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:25 / 01-03-2016
ვინ არიან ქართველი "კანონიერი ქურდების" ცოლები
ფული, კრიმინალი, იარაღი, სამართალდამცველები - ამ ქალებისთვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია. ვინ არიან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ცოლები, რომელთა ცხოვრება გასაიდუმლოებული და ბურუსით მოცულია. AMBEBI.GE ქართველი კანონიერი ქურდების მეორე ნახევრებს გაგაცნობთ:

მარინა გოლბერგი
მარინა გოლბერგი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის მეუღლეა. მისი სახელი 2012 წელს გახდა ცნობილი, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების ახალი სია, სადაც ოფიციალურად, "საძმო წრის" (The Brothers' Circle) კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის სტატუსი მიენიჭა ცნობილ კრიმინალ ზაქრო კალაშოვს. სიაში მეუღლესთან ერთად მოხსენიებულია მარინა გოლბერგიც. ამ "შავ სიაში" ასევე შედიან:
ძმები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები და მათი "მარჯვენა ხელი" ე.წ. კანონიერი ქურდი კობა შემაზაშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ მირზოევი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ვაგინი (ვაგონი), ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილი ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრეს) და სხვები. თითქმის ყველა ისინი "დედ ჰასანის" კრიმინალურ წრეში შედიან.

ირინა ასათიანი
ქუთაისელი "კრიმინალური ავტორიტეტის" ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ირინა ასათიანი ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. ფოცხვერია სასჯელს ონკოლოგიურ კლინიკაში 2 წელია იხდის. პატიმარს ბადრაგისა და სპეცრაზმის 7 წევრი აკონტროლებს. ირინა ასათიანი ადვოკატებთან ერთად მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს, რათა მან დარჩენილი სიცოცხლე ოჯახთან გაატაროს (ნახეთ ვიდეო)

პალატაში მსჯავრდებულის მონახულების უფლება მხოლოდ მეუღლეს აქვს. ასათიანს და ფოცხვერიას ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავთ.



მირანდა ფერაძე
მირანდა ფერაძე ე.წ. კანონიერი ქურდის რეზიკო ჯვარსკის, რევაზ უბილავას მეგობარი გოგონაა. რეზიკო ჯვარსკი ე.წ. კანონიერ ქურდად 2014 წელს აკურთხეს. ერთ-ერთი გავრცელებული ისტორია, რაც რეზიკო ჯვარსკის სახელს უკავშირდება, მისი და სომეხი ქურდის შეხვედრაა. შემთხვევა კრასნოდარში მოხდა, სომეხ ქურდთან შესახვედრად მისული რეზიკო ჯვარსკი დააკავეს, მას სთხოვდნენ ქურდებისთვის შეეგინებინა, მაგრამ არ შეაგინა. ამის გამო 22 წლის ქურდს ორივე ფეხი მოტეხეს.



რაც შეეხება მის მეგობარ გოგონას, მირანდა ფერაძე და რეზიკო ჯვარსკი 2015 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. დაკავებამდე, 19 სექტემბერს უბილავა და მისი მეგობარი გოგონა, მირანდა ფერაძე ბელორუსიში თურქეთიდან ჩაფრინდენ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკანონო გზით მოპოვებული რამდენიმე ათასი არადეკლარირებული დოლარი და ევრო აღმოაჩნდა, რომლებიც "ობშიაკისთვის" იყო განკუთვნილი.

გასაუბრების შემდეგ "რეზიკო ჯვარსკი" და მისი მეგობარი გოგონა ბელორუსმა სამართალდამცველებმა გაუშვეს და მათ ქვეყნის ტერიტორია დატოვეს.

ქეთი ზვიადაძე
ქეთი ზვიადაძე კრიმინალური ავტორიტეტის ლაშა დოღონაძის ცოლია. დოღონაძეს კრიმინალურ სამყაროში ლაშა პიტერსკის სახელით იცნობენ. მას მეორე ზედმეტსახელიც აქვს, ჟოფრეის უწოდებენ. ის და მისი მეუღლე წარმოშობით ქუთაისიდან არიან და სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობენ. ლაშა პიტერსკის და ქეთი ზვიადაძეს ორი შვილი ჰყავთ.



იულია ვოლკოვა
იულია ვოლკოვა სკანდალური ჯგუფის "ტატუს" სოლისტია. მან შარშან ე.წ. კანონიერ ქურდზე გია ზარანდიაზე (იგივე გია გალსკი) იქორწინა. სანამ მომღერალი 35 წლის კრიმინალურ ავტორიტეტს დაუკავშირებდა ბედს, სკანდალურ პროექტებში იღებდა მონაწილეობას. ის რუსული "პლეიბოისთვის" გაშიშვლდა კიდეც. გათხოვებისას ვოლკოვა გია გალსკისგან ორსულად იყო. ეს მისი მესამე შვილია. პირველი ბავშვის მამა ვოლკოვას დაცვის უფროსია, ხოლო მეორე ერთ-ერთი რუსული სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორის შვილისგან გააჩინა (იხილეთ ვიდეო)

16:37 / 15-02-2017
გიორგიპირველი
0
რატომ "კანონიერი ქურდებია" და არა, ვთქვათ, აკადემიკოსების ან მწერლების მეუღლეები? როდის უნდა მორჩეთ ამ დაობებულ აზროვნებას?
17:50 / 06-01-2017
მარი
0
კარგით რა ხალხო რა გაუწყალეთ გული ამ ქურდებს თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ რათ ყოფთ ცხვირს მათ ცხოვრებაში ვისაც უნდა მოიყვანენ და ვისაც უნდა გაშორდებიან. მე სხვებს ვიცნობ კრისულად რო ცხოვრობენ და ბევრ ადამიანს აყენებენ ზიანს ვიდრე ქურდები.
მსგავსი სიახლეები
ბარცბა, მთელ აფხაზეთში გავლენიანი ე.წ. ავტორიტეტია და მთელი რეგიონის გაკონტროლება "სურს"
"არავინ იცის, შემდეგი შეტაკება სად მოხდება, ვინმეს სახლში, რესტორანში თუ უბრალოდ, ქუჩაში..."
"აფხაზ ახალგაზრდებს უყვართ ფული და კარგი ცხოვრება, რომელიც ყველაზე ადვილად ყაჩაღობის გზით მოდის"
"ხელფასებსა და პენსიებსაც რუსეთი გვიხდის და სამოქმედო არეალი გავუფართოვოთ?.. რის ფასად?.."
"ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს, მაგრამ გადაყვება უამრავი ადამიანის სიცოცხლეც"
გაუპატიურება, მკვლელობები, ტურისტების ძარცვის ფაქტები საგრძნობლად მომრავლდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 28 მაისს, ოდესის პოლიციის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ.
მათი მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეებში იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:19 / 22-11-2017  Image "სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ" - სუს-ის უფროსი განმარტავს, რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი
"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
22:43 / 22-11-2017  Image გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
"არ მოსულა სახალხო ღლიცინი მაშინ, როცა შენს ქალაქში ტერორისტები ისვრიან!"
20:26 / 22-11-2017  Image ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას
18:23 / 22-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
13:37 / 22-11-2017  Image 48 წლის ვიქტორია გვიმხელს, თუ როგორ შეიძლება ყველა ქართველმა ისწავლოს ინგლისური ძალისხმევის გარეშე!
გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისური სწრაფად და მარტივად
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49