ვინ არიან ქართველი "კანონიერი ქურდების" ცოლები

ვინ არიან ქართველი  "კანონიერი ქურდების" ცოლები

ფული, კრიმინალი, იარაღი, სამართალდამცველები - ამ ქალებისთვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია. ვინ არიან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ცოლები, რომელთა ცხოვრება გასაიდუმლოებული და ბურუსით მოცულია. AMBEBI.GE ქართველი კანონიერი ქურდების მეორე ნახევრებს გაგაცნობთ:

მარინა გოლბერგი

მარინა გოლბერგი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის მეუღლეა. მისი სახელი 2012 წელს გახდა ცნობილი, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების ახალი სია, სადაც ოფიციალურად, "საძმო წრის" (The Brothers' Circle) კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის სტატუსი მიენიჭა ცნობილ კრიმინალ ზაქრო კალაშოვს. სიაში მეუღლესთან ერთად მოხსენიებულია მარინა გოლბერგიც. ამ "შავ სიაში" ასევე შედიან: ძმები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები და მათი "მარჯვენა ხელი" ე.წ. კანონიერი ქურდი კობა შემაზაშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ მირზოევი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ვაგინი (ვაგონი), ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილი ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრეს) და სხვები. თითქმის ყველა ისინი "დედ ჰასანის" კრიმინალურ წრეში შედიან.

ირინა ასათიანი

ქუთაისელი "კრიმინალური ავტორიტეტის" ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ირინა ასათიანი ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. ფოცხვერია სასჯელს ონკოლოგიურ კლინიკაში 2 წელია იხდის. პატიმარს ბადრაგისა და სპეცრაზმის 7 წევრი აკონტროლებს. ირინა ასათიანი ადვოკატებთან ერთად მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს, რათა მან დარჩენილი სიცოცხლე ოჯახთან გაატაროს (ნახეთ ვიდეო)

პალატაში მსჯავრდებულის მონახულების უფლება მხოლოდ მეუღლეს აქვს. ასათიანს და ფოცხვერიას ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავთ.

მირანდა ფერაძე

მირანდა ფერაძე ე.წ. კანონიერი ქურდის რეზიკო ჯვარსკის, რევაზ უბილავას მეგობარი გოგონაა. რეზიკო ჯვარსკი ე.წ. კანონიერ ქურდად 2014 წელს აკურთხეს. ერთ-ერთი გავრცელებული ისტორია, რაც რეზიკო ჯვარსკის სახელს უკავშირდება, მისი და სომეხი ქურდის შეხვედრაა. შემთხვევა კრასნოდარში მოხდა, სომეხ ქურდთან შესახვედრად მისული რეზიკო ჯვარსკი დააკავეს, მას სთხოვდნენ ქურდებისთვის შეეგინებინა, მაგრამ არ შეაგინა. ამის გამო 22 წლის ქურდს ორივე ფეხი მოტეხეს.

რაც შეეხება მის მეგობარ გოგონას, მირანდა ფერაძე და რეზიკო ჯვარსკი 2015 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. დაკავებამდე, 19 სექტემბერს უბილავა და მისი მეგობარი გოგონა, მირანდა ფერაძე ბელორუსიში თურქეთიდან ჩაფრინდენ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკანონო გზით მოპოვებული რამდენიმე ათასი არადეკლარირებული დოლარი და ევრო აღმოაჩნდა, რომლებიც "ობშიაკისთვის" იყო განკუთვნილი.

გასაუბრების შემდეგ "რეზიკო ჯვარსკი" და მისი მეგობარი გოგონა ბელორუსმა სამართალდამცველებმა გაუშვეს და მათ ქვეყნის ტერიტორია დატოვეს.

ქეთი ზვიადაძე

ქეთი ზვიადაძე კრიმინალური ავტორიტეტის ლაშა დოღონაძის ცოლია. დოღონაძეს კრიმინალურ სამყაროში ლაშა პიტერსკის სახელით იცნობენ. მას მეორე ზედმეტსახელიც აქვს, ჟოფრეის უწოდებენ. ის და მისი მეუღლე წარმოშობით ქუთაისიდან არიან და სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობენ. ლაშა პიტერსკის და ქეთი ზვიადაძეს ორი შვილი ჰყავთ.

იულია ვოლკოვა

იულია ვოლკოვა სკანდალური ჯგუფის "ტატუს" სოლისტია. მან შარშან ე.წ. კანონიერ ქურდზე გია ზარანდიაზე (იგივე გია გალსკი) იქორწინა. სანამ მომღერალი 35 წლის კრიმინალურ ავტორიტეტს დაუკავშირებდა ბედს, სკანდალურ პროექტებში იღებდა მონაწილეობას. ის რუსული "პლეიბოისთვის" გაშიშვლდა კიდეც. გათხოვებისას ვოლკოვა გია გალსკისგან ორსულად იყო. ეს მისი მესამე შვილია. პირველი ბავშვის მამა ვოლკოვას დაცვის უფროსია, ხოლო მეორე ერთ-ერთი რუსული სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორის შვილისგან გააჩინა (იხილეთ ვიდეო)

17 წლით პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც  ყოფილი შეყვარებულს ბენზინი გადაასხა და მისი მკვლელობა სცადა

შსს პოზნერის ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს ასაჯაროებს - "ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა"

შეიარაღებული დაპირისპირება სტამბოლში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა - თურქული მედიის ცნობით, ერთმანეთს ჩეჩნები და ქართველები დაუპირისპირდნენ