კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:12 / 02-03-2016
"მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს"
მაგდა პაპიძე შვილის გარდაცვალებაში დასარწმუნებლად, ციხეში საფლავის სურათების შეგზავნას ითხოვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განუცხადა, რომლის განმარტებითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ პაპიძეს შესაძლოა ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდეს, ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული საჭიროება არ დგას. "მაგდა პაპიძე ამბობს, რომ როდესაც პოლიციამ წაიყვანა, მისი შვილი თბილი იყო და ხელოვნური სუნთქვით ცდილობდნენ გადაერჩინათ. აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მისი შვილი შეიძლება ცოცხალი იყოს და ამას არ ეუბნებიან. უნდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ დართოს ნება შვილის საფლავის სურათები გაუგზავნონ. არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, სულ ტირის და ეძებს პასუხებს. ამბობს, თუკი შეუძლიათ დასვან მისი დედამთილი და მოუსმინონ, რატომ არ აქვს მას საშუალება ისაუბროს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

იხილეთ ვიდეო


ადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძე ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან მიაჩნია, რომ თუკი აღნიშნულ მედიკამენტებს მიიღებს, 31 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესამდე გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები დაავიწყდება და მოდუნდება.

ამასთან, მარიკა ფხალაძის თქმით, პაპიძე მოუწოდებს საზოგადოებას, "თავი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაანებონ მის სულში ხელების ფათურს" და პროკურატურის განცხადებების საფუძველზე ნუ განსჯიან მას.

"იგი ამბობს, რომ თუკი ვინმეს აინტერესებს ეს საქმე და მისი მსვლელობა, მივიდნენ, დაესწრონ სასამართლო სხდომებს და სწორედ ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნები. მის სიტყვებს ვამბობ - თავი დაანებონ მის სულში ფათურს", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, მაგდა პაპიძისთვის შვილის საფლავის სურათების შეტანა შეუძლებელია, რადგან ამ ეტაპზე, გამოძიების მოთხოვნით, მას ყოველგვარი კომუნიკაცია, ასევე მისთვის ამანათის შეგზავნა შეზღუდულია.

რაც შეეხება 31 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, პროკურატურა თვის ბოლომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნებს, თუმცა პროცესის კიდევ ერთხელ გადადების მოლოდინი აღარ არსებობს და "თუ დასკვნები არ დაიდება, 31 მარტს პროცესი მაინც ჩატარდება, რადგან პროკურატურას საგამოძიებო ვადა ბოლომდე ამოწურული აქვს".
13:52 / 10-03-2016
სულიიი?! სად აქვს სული ან გული ამ უვარგისს, ან მის დას, ტყუილად მაინც იგლოვონ შვილიშვილი და სიძე. ეხლა უკვე ნამდვილად ვრწმუნდები რომ მისი მოკლულია. გამიუშვან ერთი და იქნებ ლანაც და მისი შვილიც მიაყოლოს ზედ
ნიკია
16:42 / 07-03-2016
ხალხს ოღონდ საჭორაო მიეცი,არავინ იცის რა მოხდა და სიმართლის გარკვევამდე,ნუ განსჯდით ნურავის
სოფიო
მსგავსი სიახლეები
+VIDEO მსაჯულების შერჩევის პროცესში თავად ბრალდებული მაგდა პაპიძეც მონაწილეობს
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა
"რომელ საკითხზე გამოუტანიათ აქამდე ამდენი მტკიცებულება, ვითომ ამხელა რეზონანსული საქმეა?"
"ღვთის წინაშე ვამბობ, ჩემს თორნიკეს ვფიცავ, არ ვიცოდი მისი არსებობა..."
+VIDEO| "გთხოვთ, როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა და ქვრივი, აქცენტს ნუ აკეთებთ, რომ ეს ჩემი ჩადენილია"
მოსამართლემ დაადასტურა, რომ ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
+VIDEO| "მე ჩემს ჩვენებაში მაქვს განმარტებული, როგორ მოხდა სისხლის კვალი იქ"
PHOTO+VIDEO პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:58 / 26-05-2016  Image ექსპერტი სენსაციურ აღმოჩენაზე: "მონეტების ღირებულება შესაძლოა, მილიონობით ლარს აღწევდეს"
+VIDEO ავთენტურობის დასადგენად ახალგაზრდა ნუმიზმატთა ასოციაცია მუშაობს
19:51 / 26-05-2016  Image ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადი" მსახიობი გამოწვევების პირისპირ
"რთულია, მაგრამ ყოველთვის საკუთარ თავს ვეჯიბრები"
18:35 / 26-05-2016  Image "ევამ სკამზე ჯდომა მოახერხა" - შორენა ბეგაშვილი თურქეთის კლინიკიდან ქალიშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს
ფოტოს შორენა ბეგაშვილი აქვეყნებს
21:07 / 25-05-2016  Image "შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც სასულიერო პირის ცხედარი იპოვა
ვარაზი წოწონავა - სიმამაცისა და თავგანწირვის მაგალითი
17:33 / 26-05-2016  Image "ქურდების მეგობარი გეგა გეგეშიძე, კალაძის სიძე პაატა აბულაძე და კალატოზას ძმა, ბოივასო ერთ სუფრაზე" - რა ფოტოს აქვეყნებს გივი თარგამაძე
+PHOTO| "კალაძის სიძე, მისი ნახევარდის თამუნა კალაძის მეუღლე პაატა აბულაძე, გუშინ შსს-ს წინ თავის
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49