"მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს"

"მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს"

მაგდა პაპიძე შვილის გარდაცვალებაში დასარწმუნებლად, ციხეში საფლავის სურათების შეგზავნას ითხოვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განუცხადა, რომლის განმარტებითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ პაპიძეს შესაძლოა ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდეს, ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული საჭიროება არ დგას. "მაგდა პაპიძე ამბობს, რომ როდესაც პოლიციამ წაიყვანა, მისი შვილი თბილი იყო და ხელოვნური სუნთქვით ცდილობდნენ გადაერჩინათ. აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მისი შვილი შეიძლება ცოცხალი იყოს და ამას არ ეუბნებიან. უნდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ დართოს ნება შვილის საფლავის სურათები გაუგზავნონ. არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, სულ ტირის და ეძებს პასუხებს. ამბობს, თუკი შეუძლიათ დასვან მისი დედამთილი და მოუსმინონ, რატომ არ აქვს მას საშუალება ისაუბროს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძე ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან მიაჩნია, რომ თუკი აღნიშნულ მედიკამენტებს მიიღებს, 31 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესამდე გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები დაავიწყდება და მოდუნდება.

ამასთან, მარიკა ფხალაძის თქმით, პაპიძე მოუწოდებს საზოგადოებას, "თავი დაანებონ მის სულში ხელების ფათურს" და პროკურატურის განცხადებების საფუძველზე ნუ განსჯიან მას.

"იგი ამბობს, რომ თუკი ვინმეს აინტერესებს ეს საქმე და მისი მსვლელობა, მივიდნენ, დაესწრონ სასამართლო სხდომებს და სწორედ ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნები. მის სიტყვებს ვამბობ - თავი დაანებონ მის სულში ფათურს", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, მაგდა პაპიძისთვის შვილის საფლავის სურათების შეტანა შეუძლებელია, რადგან ამ ეტაპზე, გამოძიების მოთხოვნით, მას ყოველგვარი კომუნიკაცია, ასევე მისთვის ამანათის შეგზავნა შეზღუდულია.

რაც შეეხება 31 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, პროკურატურა თვის ბოლომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნებს, თუმცა პროცესის კიდევ ერთხელ გადადების მოლოდინი აღარ არსებობს და "თუ დასკვნები არ დაიდება, 31 მარტს პროცესი მაინც ჩატარდება, რადგან პროკურატურას საგამოძიებო ვადა ბოლომდე ამოწურული აქვს".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ