შსს-მ დიღომში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ დიღომში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ჩაჩავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1986 წელს დაბადებული ლაშა კ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მინდია მ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ღამით, თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ ამავე სახელოსნოს დარაჯთან - 1947 წელს დაბადებულ ზვიად ყ-თან, რომელსაც სახის არეში მრავლობით დაზიანება მიაყენეს. ზვიად ყ. მიყენებული მძიმე დაზიანებებისგან შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლაშა კ. და მინდია მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ