„ეს არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი“ - პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი

„ეს არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი“ - პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი

ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი მარინა ფიალური თავდასხმის ყოფით მოტივზე საუბრობს.

როგორც მარინა ფილაურმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ლევან მექვაბიშვილს ალექსი პეტრიაშვილთან მოკლეხნიანი შეხება ჰქონდა და მათ შორის იყო "პატარა უთანხმოება".

"შეიძლება ორ ადამიანს შორის ქუჩაში მოხდეს ასეთი შელაპარაკება. მეტს ვერაფერს გეტყვით. არ არის არც პოლიტიკური და არც რამე სხვა მიზეზი. ეს არის ჩვეულებრივი, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი. როგორც ვიცი, მანამდე რაღაც პატარა ყოფილია. ნუ გამაკეთებინებთ არასწორ კომენტარს, არასწორ ინფორმაციას ნუ მომაწოდებინებთ, სანამ კარგად არ გავივლით ყველაფერს. პეტრიაშვილის არ იცნობდა, შეხება ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე მოკლე ხნით. იყო პატარა უთანხმოება", - განაცხადა მარინა ფილაურმა.

ასევე იხილეთ: ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა - სპეცოპერაციის დეტალები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ